x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კაცები ქალებზე...
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



image





როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.



ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა.




იცით, რას ფიქრობენ და ამბობენ მამაკაცები ქალებზე?



კაცები ქალებზე...



ჩვენს მაისურებში სძინავთ და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან.


მათ უყვართ კოცნა ზედმეტისიტყვებისა და მიზეზების გარეშე.


ისინი ემზადებიან ორი საათის განმავლობაში, შემდეგ კი ამბობენ: "ხედავ, დღეს რა მალე მოვემზადე".


მათ უყვართ, როდესაც წინდებს ჩვენ ვაცმევთ.


მათ ფიზიკური ჩხუბი არ იციან, მაგრამ ჩვენ გვერდით თავს ყოველთვის დაცულად გრძნობენ.


გვეკითხებიან, რა ფერით შეიღებონ ფრჩხილები.


მათ იციან როგორ დაიძინონ მასაჟიდან ჩვენთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში.


მათ უყვართ, როცა თმაზე ვეფერებით.


ისინი სიამოვნებით გვათრევენ საყიდლებზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, ჩვენთვის ეს წამებაა.


მათ უყვართ როდესაც ხელით ვატარებთ, თუმცა ისინი ყოველთვის ამბობენ: "დამსვი, მძიმე ვარ".


ყვირიან და ღიზიანდებიან, თუ იმ წუთას ვჩუმდებით, როდესაც პატარა კამათი გვაქვს. :-)


მათ უყვართ, როცა თეთრეულს ვყიდულობთ.


მათ ახსოვთ, როდის იქნება თქვენი შეხვედრის 147-ე დღე.


მათ ყოველთვის უნდათ, რომ ჩხუბიდან 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და ამას არასოდეს აღიარებენ.


ისინი გამუდმებით ჩვენს ტელეფონებს ათვალიერებენ და ეჭვიანობით გვეკითხებიან: "ვინ არის...?"


ისინი ღამით ყოველთვის ელოდებიან ჩვენს SMS-ს.


უყვართ, როცა ბინას ვასუფთავებთ, ჭურჭელს ვრეცხავთ და ვახშამს ვამზადებთ.


ისინი ყოველთვის ელიან ჩვენგან დახმარებას.


დაქალებთან ერთად დადიან კლუბებში, რომ ჩვენ ვინერვიულოთ და ყოველ ნახევარ საათში დავურეკოთ.


მათ უყვართ ყავა საწოლში და შხაპი ჩვენთან ერთად.


ისინი სასიკვდილო ცოდვად თვლიან, თუ მათ წონაზე ვსაუბრობთ.


ისინი თავიანთ მეგობრებს ყველაფერს ეუბნებიან ჩვენს შესახებ.


საშინელებათა ფილმების ყურებისას ხელს გვკიდებენ და თვალებს ხუჭავენ.


ყოველთვის მხოლოდ ქაფით იბანენ.


ისინი უკრავენ ხმამაღალ მუსიკას, დარბიან ბინაში შორტებითა და მაისურით, თმებს აქნევენ, ხტებიან და მღერიან მაკიაჟის ფუნჯებით - როცა არავინ უყურებს მათ.


ისინი ზოგჯერ არ პასუხობენ ტელეფონს და შემდეგ ამბობენ, რომ ეძინათ ან არ გაუგიათ.


ფენი და თმის უთოს გარეშე არ შეუძლიათ.


მათ იციან, რომ ჩვენ მათ გარეშე არ შეგვიძლია.


ისინი, ისინი არიან. მადლობა მათ, რომ არსებობენ.


0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0