x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პური-10 ლარი, მწვადი-30 ლარი... მომილოცავს ქართველებო, გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!"
image

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელი გუდაურის საკურორტო ზონაში არსებულ გაზრდილ ფასებზე წერს და აღნიშნავს, რომფასები, კატასტროფულად არის გაზრდილი, რამაც ტურისტული სეზონი ჩააგდო.



„გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:


- 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
- ხაჭაპური - 40-45 ლარი
- ცეზარის სალათა - 40-47 ლარი
- მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი
- 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)
- ბურგერები- 35-60 ლარი
- Dankins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი
- დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი
- ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი
- პიცა პეპერონი - 43 ლარი
- ნაყინი - 18 ლარი
+18% მომსახურების…
სხვადასხვა;
- სკიპასი - 70 ლარი 1 დალოცვილი დღე
- ბასეინი/სპა 1 შესვლა -120 ლარი (მოცუცნული 15 მეტრიანი საჭყუმპალაო და არა ბასეინი)
- აეროპორტიდან ტრანსფერი გუდაურამდე - 280 ლარი (შედარებისთვის Yandex იგივე კლასის მანქანით - 133 ლ)
შიდა ტაქსი გუდაურში 20 ლარიდან ზემოთ და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს…


მომილოცავს გა-ფრენა ქართველებო, ჩამოვფრინდით, რადგან გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!


და მინდა შეგახსენოთ, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ხარისხიან ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავალო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრეაციული ზონები, კინო თეატრებიც და საახალწლო განწყობაც ზოგადად“, - წერს ფეისბუკმომხმარებელი.


0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...