დასვენება საქართველოში პლაჟის ფოტოები საბჭოთა კავშირიდან 2022, 17 აპრილი, 15:26
იმპერიის სათავეში მდგომ"კომუნიზმის მშენებელ" პარტიულ მესაჭეებს კარგად ესმოდათ, რომ მთელი წლის მონოტონური რუდუნებით ნამუშევარ საბჭოთა რიგით მოქალაქეებს აუცილებლად სჭირდებოდათ დასვენება, რომ თუნდაც 14-20 დღით ნამდვილ მეფედ ან დედოფლად ეგრძნოთ თავი..საბჭოთა მოქალაქეებიც არ აყოვნებდნენ და კუთვნილი შვებულების აღებისთანავე ძირითადად საზღვაო კუროროტებზე მიმეგზავრებოდნენ.
ზღვაზე დასასვენებლად წასვლა შეიძლებოდა როგორც საგზურით (მაგალითად, პროფკავშირიდან) ან საკუთარი ინიციატივით. ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა ბალტიისპირეთის კურორტები იურმალა (ლატვია), პარნუ (ესტონეთი) და პალანგა (ლიტვა). იქ სტუმრობა უცხოეთში დასვენების ტოლფასი იყო. რა თქმა უნდა შავი ზღვის სანაპიროც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებით საუკეთესოდ ითვლებოდა ყირიმის, სოჭის და აფხაზეთის კურორტები. საბჭოთა პლაჟის მთავარი წესი იყო ის, რომ შეზლონგები დილიდანვე უნდა დაგეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ უფასოს პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. იალტის, ევპატორიისა და ალუშტას პლაჟები თითქმის ყოველთვის გადატენილი იყო. პლაჟზე ხალხი არა მარტო ზღვას და მზეს ეტანებოდა, არამედ აქტიურ სპორტითაც იყო დაკავებული.მაგალითად ფრენბურთში ან მის ნაირსახეობას - პიონერბოლი. თუ კიდევ რა ხდებოდა პლაჟზე, ფოტოების დათვალიერებითაც მიხვდებით. ამ ფოტოს კი ნამდვილად განმარტება სჭირდება, ასე აღნიშნავდნენ "ნეპტუნის დღეს" ხავერდოვან სეზონზე საბჭოთა კავშირში 1961 წელს შავ ზღვაზე. ბოლოს შემოვიტოვეთ ყველაზე ტკბილ ლუკმად, ჩვენი დიდი ტკივილი აფხაზეთი.ფოტოები გადაღებულია გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ბიჭვინთაში, გაგრაში, ახალ ათონში და სოხუმში. 1528 5-ს მოსწონს
|