x
image
თეონა გორდეზიანი
გამორჩეული გოდერძი ჩოხელი...
– სახელი და გვარი.
– ბათილა ლიდიაური.
– რამდენი წლისა ხარ?
– ოთხმოცის.
– შვილები გყავს?
– არა უშვილო ვარ.
– როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
– სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ
სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო
ადგილი ექნებათ.
– შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები?
– მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
– რატომ ნუ დავწერ?
– უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
– სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა?
– სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას
მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ
იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი
იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის
სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან
განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც
აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა
ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე
დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა
ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.
image
გოდერძი ჩოხელი - ადამიანთა სევდა
1
177
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
177
  
25 იანვარი, 22:25
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1