პროზა გენიალური ნოდარ დუმბაძე... 2022, 10 აპრილი, 0:43 - რას ფიქრობ სოსოია?
- ცა, რომ სარკე იყოს მეთქი ვფიქრობ
- რად გინდა ცა რომ სარკე იყოს სოსოია?
- რად მინდა და აგერ თვალში რაცხა ჩამივარდებოდა და ამოვიღებდი, ეჰ ხატია რომ იცოდე რა კარგი იქნებოდა ცა, რომ სარკე იყოს
- ცა, რა ფერისაა სოსოია?
- ცა, ლურჯია, ხატია
- ლურჯი ლამაზია?
- ძალიან ლამაზია ხატია ძალიან, ცისა ფერს ლურჯსა ფერს ხომ გახსოვს?
- ლამაზი როგორია სოსოია?
- ლამაზიი.. ლამაზია ხატია დიდრონი ცისფერი თვალები, შავი წამწამები, შავი წარბები, წაბლისფერი თმა, სწორი, პატარა ცხვირი, გაბუტული სქელი ტუჩები, თეთრი კბილები, მრგვალი ნიკაპი, პატარა ყურები, მაღალი ყელი აი ისეთი როგორიც ლამაზიც შენ ხარ ხატია გესმის?
- ესეგი, მე ვარ ცისფერი და ლურჯი?.. და შენ როგორი ხარ სოსოია?
- მეე? მე მაიმუნი ვარ
- მაიმუნი როგორია?
- მე რომ ვარ ზუსტად ისეთი
- თმა რაფერის გაქვს სოსოია?
- თმა, შავი მაქვს
- თმა შავი, თვალები შენც დიდი გაქვს და წამწამებიც, შენი თვალები რა ფერისაა სოსოია?
- თაფლისფერია, ხატია
- ცხვირი სწორი გაქვს და პატარა, ყურებიც პატარა, ნიკაპიც მრგვალი, ტუჩებიც სქელი და გაბუტული შენ ლამაზი ხარ სოსოია
- ეჰ, კიდევ კარგი, რომ ვერ მხედავ, ხატია
- შენ კი გხედავ სოსოია, შენ გხედავ, მზეს და სხვა ვერაფერს
/ მე ვხედავ მზეს /
434 3-ს მოსწონს
|