x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
სახალისო ტესტი: გვითხარი, რა დაინახეთ პირველად და გაიგეთ რაღაც მნიშვნელოვანი თქვენ შესახებ
რა ქმნის ჩვენს ხასიათს და რას მალავს ქვეცნობიერი? ჩვენს პიროვნებაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი: ბავშვობის გამოცდილება, ოჯახი, მეგობრები, გენები, ცხოვრებისეული მოვლენები.



ის, რასაც ბავშვობაში განვიცდით, ხშირად მთელი ცხოვრება ჩვენთან რჩება. უსიამოვნო ემოციების დათრგუნვას ვცდილობთ, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არაა. თუმცა ფსიქიკამ მათთან გამკლავება ისწავლა, შიშებს და განცდებს ქვეცნობიერში აგზავნის.



ტესტი ნახატით ქვეცნობიერზე


მოკლე ტესტი თქვენ შესახებ რაღაც მნიშვნელოვანის გაგებაში დაგეხმარებათ. გიამბობთ, რა ემოციურ მდგომარეობაში ხართ ახლა. შეხედეთ ამ ძველ სარდაფს და აირჩიეთ საგანი, რომელსაც ყურადღება პირველ რიგში მიაქციეთ. პასუხები ქვემოთ ნახეთ.



image


1. ველოსიპედი



გსურთ ცვლილებები როგორც სამსახურში, ასევე პირადში. თქვენი არჩევანი ამბიციისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილია. ასევე ცხოვრებაში მარტო მოგზაურობას შეიძლება ნიშნავდეს.



2. კალათა ვაშლით


ვაშლი ცოდნის და სიბრძნის სიმბოლოა. პირადი ბედნიერების მისაღწევად სწორ გზაზე ხართ. ვაშლით სავსე კალათა გაფრთხილებთ, რომ უნდა აიცილოთ ბევრი ცდუნება, რომელიც გზაზე შეგხვდებათ.



image


3. ჩაფხუტი


თუ ჩაფხუტი აირჩიეთ, იმპულსური ადამიანი ხართ, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, ბოლომდე დაფიქრების გარეშე. გიყვართ გარისკვა, ბევრი შესაძლებლობა გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ წინდაუხედავად მოქმედებთ.



4. წიგნები


წიგნები ცოდნის და განვითარებისკენ თქვენს წყურვილს განასახიერებს. ის ფაქტი, რომ წიგნები სარდაფში დამალულია, ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ თქვენი არსებობის აზრი, მაგრამ მის ძებნას არასოდეს შეწყვეტთ.



image


5. ჩაქუჩი


ჩაქუჩი გამბედაობის და მოქმედების და მუშაობის უნარის სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებთ. თუ საჭიროა, ძალასაც გამოიყენებთ.



6. ნიღბები


უძველესი დროიდან ნიღაბი გულდახურულობის ნიშანი იყო. რატომღაც სხვებს თავს ისეთად აჩვენებთ, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. რაღაცის დამალვა გსურთ ან ებრძვით შინაგან ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს, რომლებიც ბოლომდე არ გესმით.



image


7. საღებავის ქილა


ცხოვრების გალამაზება ან დამშვენება გსურთ, მაგრამ ჯერ არ გამოგდით. საღებავი საკუთარი ნაკლოვანებების დამალვის და სერიოზული ცვლილებების სურვილის სიმბოლოა.



8. ბორბალი


თუ ბორბალი დაინახეთ, გრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია. ყოველდღე ოცნებობთ, შეცვალოთ ყველაფერი, მაგრამ არაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს. მოტივაცია არ გაქვთ. ელით ხელსაყრელ მომენტს მოქმედებისთვის.



image


9. ძეხვეული


ძეხვეული ასახავს თქვენს ფიზიკურ საჭიროებებს და წარმატებისკენ სწრაფვას. მიუთითებს, რომ დიდი მოლოდინები გაქვთ ადამიანებისგან, როგორიც თქვენი ამბიციებია.



10. გისოსი


გისოსი ამბობს, რომ ჩაკეტილი და მარტოსული ხართ. შესაძლოა დეპრესია გქონდეთ. სიმბოლიზმის მიხედვით, ოცნებობთ რაღაც აუხდენელზე ან რაღაც ძალიან გინდათ.



image


11. კიბე


სირთულეების არ გეშინიათ. მიზნების მიღწევაში უშიშარი ხართ და მცირე წარუმატებლობა არ გაჩერებთ. თქვენ ხართ ადამიანი მოქმედება, რომელსაც სურს გაიზარდოს და შესაძლებლობებზე ამაღლდეს.



12. ყუთები


სხვებს რაღაცას უმალავთ. იდუმალი და ურთიერთობაში ფრთხილი ხართ. ყუთის არჩევა ნიშნავს, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გაწუხებთ.



image


13. ცოცხი

თქვენს გარშემო პირფერი ადამიანები არიან. დიდი ცვლილებების საჭიროებას გრძნობთ. გსურთ, ცხოვრებაში ყველაფერი დაალაგოთ და მოიშოროთ ყველაფერი მტკივნეული, სევდიანი და ნეგატიური.



14. სკამი

სკამი ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის და დასვენების საჭიროების სიმბოლოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგია გაკლიათ. ალბათ, ცოტა ხნის წინ განიცადეთ სტრესული სიტუაცია, რამაც ენერგია გამოგაცალათ.



image


15. გატეხილი სარკე

სარკე თქვენი პირადი პრობლემების და შინაგანი ბრძოლის განსახიერებაა. ასევე შეიძლება მიუთითებდეს ფსიქიკურ აშლილობაზე და ადამიანებთან მუშაობის სირთულეებზე.



16. ბრტყელტუჩა

ბრტყელტუჩა ნიშნავს, რომ მიამიტი და ცხოვრებით უკმაყოფილო ხართ. შესაძლოა, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ადამიანებმა მოგატყუეს ან თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლეს.



image


17. საქანელა

საქანელა შინაგანი კონფლიქტის და განწყობის ცვლილებების სიმბოლოა. ზოგჯერ მოწყენილი და დაკარგული ხართ, მეორე დღეს – ბედნიერი და ხალისიანი. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ბრაზს ვერ აკონტროლებთ და უმიზეზოდ ფეთქდებით. ზოგჯერ საქანელა რაიმე სახის შეპყრობის ნიშანია, რომელიც შინაგანი პრობლემების გამო წარმოიშვა.



18. ნახატი

შინაგან „მეს“, ნამდვილ არსს ეძებთ. ნახატი ამბობს, რომ გიჭირთ თქვენი ემოციების გამოხატვა. დაუცველობის, შიშის და მორცხვობის სიმბოლოა.



image


19. თოჯინა

თოჯინა ბავშვობაში, უდანაშაულობის პერიოდში დაბრუნების სურვილის სიმბოლოა. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ ცოტა ეგოისტი ხართ. ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენს გარშემო ცოტა გულწრფელი ადამიანია.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?

2. პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ

3. პოზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იღებთ, თქვენზე ბევრ რამეს ამბობს

4. აი, რას ამბობს მიმიკური ნაოჭები შუბლზე თქვენი ხასიათის შესახებ

5. სახალისო ტესტი: როგორ ატარებთ ჩანთას? თქვენს პასუხს ბევრი რამის თქმა შეუძლია

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
228
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
228