x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კამერამ დააფიქსირა შემზარავი "ღამის სული",რომელიც მორბენალს აკვირდებოდა(ვიდეო)
image

მიუხედავად იმისა, მყარი სკეპტიკოსი ხართ თუ გჯერათ პარანორმალური მოვლენების, ყოველთვის არის რაღაც გასაოცრად დამაინტრიგებელი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს არა ამქვეყნიური არსებების არსებობის პრეტენზია.


ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ჰავაიზე რბოლაში მონაწილე ქალის ფოტო. კადრში რაღაც ბოროტი პერსონაჟი ჩანს, რომელიც, თეორიულად, იქ არ უნდა ყოფილიყო...


2019 წელს მორბენალმა ქეი ბორლეისმა იასპარეზა Trail 100-Mile Endurance Run от Hawaiian Ultra Running Team-ზე ოაჰუს რაიონში, რომელიც შედგება ჰონოლულუ-მაუკას 20 მილის სიგრძის ბილიკებისგან, სულ 5 წრიანი დისტანციით. მას თან ახლდა მეგობარი, რომელიც მარათონს იღებდა .




ქეის თქმით, დინსტანცია რთული იყო მრავალი დაბრკოლების გამო, როგორიცაა ხის ფესვები და ნაკადულების გადალახვა ტროპიკულ ტყეში. მან ფეხი იღრძო და იძულებული გახდა მიეტოვებინა სირბილი და სახლში დაბრუნებულიყო. მოგვიანებით მან სთხოვა თავის მეგობარს, კესის გამოეგზავნა გადაღებული ვიდეომასალა.


მასალის ყურებისას ქეი გაოგნებული დარჩა, როცა ერთ-ერთ კადრზე უცნაური, შემზარავი ფიგურა შენიშნა.


”დღემდე ჩვენ არ ვიცით რა იყო ეს”, - ამბობს ის. კადრებში ჩანს ლაბადაში გამოწყობილი რაღაც საშინელი შესახედაობის არსება, რომელიც ხის უკნიდან გამოდის და მის გვერდით ჩაივლის, თუმცა ქალი ამტკიცებს, რომ მას არ ახსოვს, რომ ვინმე ყოფილიყო ბილიკის ამ მონაკვეთზე.

image

”მიზეზი, რომ ბილიკის ამ ნაწილში არავინ იყო, არის ის, რომ ყველა მორბენალს საათის ისრის მიმართულებით სირბილი მოუწია, - განმარტავს ის თავის ბლოგში. - მაგრამ ტურისტები ასე ადრე არ გამოდიან. რამდენიმე საათის განმავლობაში არავინ გვინახავს, ​​როცა ერთად დავრბოდით. ასე რომ, ჩვენ ვიყავით და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იქ არავინ იყო."


გარკვეული ხნის შემდეგ, ქეიმ აღმოაჩინა ლეგენდა ჰავაიზე მცხოვრები მოჩვენებების შესახებ, სახელწოდებით Night Marchers. ესენი არიან ღამის მეომრები, წმინდა სულები, რომლებიც ღამით მოგზაურობენ, იცავენ ადამიანებს და უბრალო ადამიანს არ აქვს უფლება შეხედოს მათ. ხალხში გავრცელებული შეხედულებით, ამ წესის დარღვევა სიკვდილს ნიშნავს. თუ ადამიანი შეხვდება ერთ-ერთ ამ იდუმალ არსებას, ის უნდა გაშიშვლდეს და პირქვე დაწვეს, რათა სულს არ შეხედოს.


თუმცა ჰავაელებმა ბორლეისი ზღაპრების მოყოლაში დაადანაშაულეს. მას შემდეგ, რაც მან ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სპორტსმენს სიძულვილის ქარიშხალი დაატყდა. მას და მის მეგობარ კესის უწოდეს "ჰაოლები" ( ადგილობრივების დამამცირებელი ტერმინი თეთკანიანებზე) ზოგიერთმა მარათონის დროს ძალადობრივი სიკვდილიც კი უსურვა, ზოგი ბორლეისი დაადანაშაულაა ფოტოს დამუშავებაში, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო მხოლოდ ტყეში მოხეტიალე "ნარკომანი."


0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0