ვარსკვლავები კიმ კარდაშიანს ჰყავს დაქირავებული პერსონა, რომელიც მის ცნობილი საჯდომის მდგომარეობას ამოწმებს 16 იანვარი, 14:32 ტრ..კის მომვლელის ხელფასი თვეში დაახლოებით 14 ათასი დოლარია. როგორც ნებისმიერი საჯარო ცნობადი პირი, კიმ კადაშიანიც ყოველთვის მზადაა მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდეს კამერების წინ. რა თქმა უნდა, ტელედივას დაქირავებული ჰყავს თანამშრომლების მთელი შტატი, რომლებიც ეხმარებიან მას საუკეთესოდ გამოიყურებოდეს სოციალურ ქსელებში. მაგრამ, როგორც ირკვევა, კარდაშიანის კადრებში მოიძებენება განსაკუთრებული ადამიანი, რომლის მოვალეობას მის ცნობილ უკანალზე თვალის დევნებაა. დაახლოებით ექვსი წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა კიმ კარდაშიანის სანაპიროზე გადაღებული კურიოზული სურათები, მაშინ დაწერეს, რომ კიმს 500-მდე ადამიანი დასჭირდა ამ ფოტოსესიისთვის მომზადებისათვის.სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ტელევარსკვლავს და თანამედროვე ამერიკის სექს-სიმბოლოს ტრ..კის მომვლელი ჰყავდა აყვანილი. მას შემდეგ რაც სურათებმა ინტერნეტში გაჟონა, ბიჭმა მიიღო პირადი სამადლობელო კარდაშიანისგან, რომელმაც აღნიშნა მისი მშვენიერი უკანალი საიმედო ხელში იყო. ამბობენ, რომ "მეხუთე წერტილის" სპეციალისტი ხელფასზეა და თვეში დაახლოებით 14 ათას დოლარს იღებს. შეგახსენებთ, ამერიკული ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელი კიმ კარდაშიანი გახლავთ ცნობილი ადვოკატის რობერტ კარდაშიანის(გარდაიცვალა 2003 წელს) და კრის ჯენერის ქალიშვილი. აქვს სომხური ფესვები მამის მხრიდან, ხოლო შოტლანდიური და ჰოლანდიური ფესვები დედის მხრიდან. კიმი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ნახევრად სომეხია, მეოთხედი შოტლანდიელი და მეოთხედი ჰოლანდიელი; ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც ტელეარხზე E!-ზე რეალიტი შოუ გადიოდა მისი და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით.თითქმის ამავე პერიოდში სკანდალი აგორდა მის გარშემო, როდესაც გავრცელდა მისი და ყოფილი შეყვარებულის, რეი ჯეის საშინაო პორნო-ვიდეო. კიმს ორი და ჰყავს: ხლოი და კორტნი კარდაშიანები. 2021 წლის 6 აპრილისთვის მისმა ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 150 3-ს მოსწონს
|