x
image
დათო1994
"facebook"-მა აღიარა, რომ მომხმარებლის მიმოწერას კითხულობდა

image facebook-ის წარმომადგენლებმა, გამოცემა "The next Web"-თან აღიარეს, რომ სოციალური ქსელი ავტომატურად ინახავდა მომხმარებლის შეტყობინებებს.

ოფიციალური ვერსიით, ისინი ამას მხოლოდ სხვა საიტებზე "like"-ბის დასათვლელად იყენებდნენ, ასევე ამოწმებდნენ ბმულებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ რომელიმე შეტყობინება რაიმე სპამს არ წარმოადგენდა.


პირველად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ facebook-ი ასკანირებს მომხმარებელთა შეტყობინებებს, გამოაქვეყნა პოლონურმა კვლევითმა ჯგუფმა "killswitch.me" ამასთან ერთად, ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ოფიციალური ქსელი პირად შეტყობინებაში ბმულის გაგზავნისას თითო "like"-ს კიდევ ორს უმატებდა. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა facebook-ის წარმომადგენლები და აღიარეს, რომ ეს მხოლოდ ხარვეზი იყო და უახლოეს მომავალში ამასაც გამოასწორებენ.

ამ ინფორმაციის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი რომ facebook-ში მონაცემთა კონფიდენციალობა კარგად დაცული არ არის. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ სკანირების დროს ისინი არ ცვლიან არცერთ მონაცემს და არ "ალაიქებენ" ბმულებს მომხმარებელთა სახელით. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ "ლაიქების" მრიცხველი არ ითვლის პირად შეტყობინებაში გაგზავნილ ბმულებს.

0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0