x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სიგიჟეები, რომლებსაც ძველი ბერძნები სჩადიოდნენ

image


ძველი ბერძნების მემკვიდრეობამ უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. ეს ეხება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს: მედიცინიდან დაწყებული ხელოვნებით დასრულებული, თუმცა გარდა ამ ყველაფრისა ძველ საბერძნეთში ისეთ სიგიჟეებსაც სჩადიოდნენ, რომელთა დაჯერებაც თანამედროვე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. დღევანდელ სტატიაში სწორედ ოთხი მათგანის შესახებ მოგიყვებით.




უცნაური ძველბერძნული მედიცინა


image


საიდუმლო არ არის რომ "მედიცინის მამად" აღიარებული ჰიპოკრატე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, თუმცა მის მიერ აპრობირებული ზოგიერთი დიაგნოსტიკური მეთოდგი ზოგისთვის ნამდვილ აღმოჩენადაც კი იქცა. ასე მაგალითად, ზუსტი დიაგნოზირებისთვის ჰიპოკრატე ხშირად პაციენტის შარდის ნიმუშის გარდა, ასევე ყურიდან გოგირდის სინჯსაც იღებდა.



ცემინება, როგორც კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი


image


ძველი ბერძნები კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, თუმცა მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურად მაინც ცემინება ითვლება, დიახ, დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ - ც ე მ ი ნ ე ბ ა! არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი აქტის შემდეგ ქალს მყისიერად უნდა ჩაებუქნა და რაც შეიძლება ძლიერად დაეცემინებინა. ეფესოს ცნობილი მკურნალის სორონას აზრით, ეს მეთოდი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზა იყო.



კანის გათეთრება


image


ძველ საბერძნეთში მოდაში ფერმკრთალი სახის კანი იყო, ხოლო ქალბატონებს სახეზე ყოველთვის თეთრი ფერი რომ ჰქონოდათ ამისთვის კანზე სხვადასხვა შემადგენლობის ტოქსიკურ ნივთიერებებს ისვამდნენ, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის სერიოზულ ინტოქსიკაციას იწვევდა და "მოდის" მიმდევრებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიდა.



"ძვირფასი" ოფლი


image


თანამედროვე საზოგადოებაში სხეულის არასასიამოვნო სუნი ცუდ ტონად ითვლება და, როგორც წესი, ის შეუმჩნეველი არც გარშემომყოფებისთვის რჩება. თუმცა, ძველ საბერძნეთში ყველაფერი პირიქით იყო, ოფლის სუნი ქალებს ძალიან მოსწონდათ, რადგან ის თქვენ წარმოიდგინეთ და, მამაკაცის სიძლიერესთან და მამაცობასთან ასოცირდებოდა.







0
362
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
362