x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"კენედის ბრალია, მე რომ ცოლი მოვიყვანე" - ვახტანგ კიკაბიძე
image


15 იანვარი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის და მსახიობის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების წლისთავია.


ამ თარიღთან დაკავშირებით გაგაცნობთ ეს საინტერესო ისტორიას არტისტის ცხოვრებიდან:თუ როგორ მოიყვანა ცოლი.


"კენედის ბრალია, რომ მე ცოლი მოვიყვანე. მაშინ გასტროლზე ვიყავით უნგრეთში. შუაღამისას ვისხედით, ვსვამდით, უცებ კივილ-წივილი ატყდა. მანქანები ჩერდება, ხალხი გარბის. თურმე, კენედი მოკლეს. (შენიშვნა ეს მოხდა 1963 წლის 22 ნოემბერს)ირა შეშინებული და ატირებული ჩამეხუტა. მას შემდეგ აღარ გამიშვია. საერთოდ არ მიყვარს მორბენალი მამაკაცები. ხდება, ვიღაც სხვა უყვარდება ქალს ან კაცს და უნდა წავიდეს სახლიდან. ეგ უბედურებაცაა და ბედნიერებაც, მაგრამ თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე. შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება. ეს მთელი ფილოსოფიაა. სწორად სიარული ბევრს უჭირს. ალბათ, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ სულ ვცდილობდი, ასე არ მომხდარიყო. ჩემი ცოლი სულ მეუბნება, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვს. ჯერ გიყვარს სამშობლო, მერე მეგობრები და ბოლოს ოჯახი, როცა პირიქით უნდა იყოსო. დედაჩემმა ასე გამზარდა, ის ცოცხალი აღარაა და საყვედურს ვეღარ მიიღებს. ალბათ, ასეც უნდა იყოს, კაცი თავის მიწაზე უნდა ცხოვრობდეს, „მიმინოც“ ხომ ამაზეა."(ნაწყვეტი "თბილისელებისთვის "2020 წლის ინტერვიუდან)


image

ვახტანგ კიკაბიძის მეუღლე, ირინა ქებაძე ამ ინტერვიუდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 11ოქტომბერსგარდაიცვალა, შეგახსენებთ, მანამდე ირინა ქებაძე მსახიობ გურამ საღარაძის ცოლი იყო.წყვილმა 1965 წელს იქორწინა და მას შემდეგ სიკვდილამდე ერთად იყვნენ.



იხილე მსგავს თემაზე:როგორ უწინასწარმეტყველა ზედმიწევნით ვახტანგ კიკაბიძეს სოხუმელმა მკითხავმა

0
334
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0