x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134620
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ამერიკელმა მზვერავმა დაასახელა ბაიდენის მთავარი შეცდომები პუტინის წინააღმდეგ
image

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა რებეკა კოფლერმა ჩამოთვალა ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეცდომები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწეყებული ომის მიმართებაში. მის სიტყვებს New York Post ციტირებს.


მან აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ფრთხილი იყო, შეერთებული შტატების მიერ გამოჩენილი სისუსტეების მიუხედავად.



„უკრაინის კრიზისის ყველა ეტაპზე ბაიდენი ირჩევდა „კონტროლი-ესკალაციის“ სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფდა მხოლოდ იმდენი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მხოლოდ მხარდაჭერის სიგნალი იყო და არა იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისო იქნებოდა გამარჯვებისთვის“, - თქვა კოფლერმა.



ბაიდენის შეცდომებს შორის, პენტაგონის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა ასევე დაასახელა წარუმატებელი კონტრზომები, აშშ-ის თანამგზავრებისა და საკომუნიკაციო ქსელების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად.


კოფლერის თქმით, რუსეთი-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ბაიდენმა თავი კუთხეში მიიმწყვდია. მან ბაიდენი " კონტრდაზვერვის მიერ მოწოდებული რუსეთის მხრიდან გრძელვადიანი საფრთხის იგნორირებაში" დაადანაშაულა, როდესაც ის აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი იყო.


მანამდე, CIA-ს ყოფილმა მთავარმა ანალიტიკოსმა რუსეთის საკითხებში ჯორჯ ბიბემ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როცა სჯეროდა, რომ რუსეთმა სამხედრო შეტევა უკრაინაში ამბიციების გამო დაიწყო და არა სასიცოცხლო ინტერესებისთვის.


მანამდე ვწერდით ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის დაპირისპირებაზე და ურთიერთბრალდებაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამო(ნახე ბმული)

1
272
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
272
  
25 იანვარი, 22:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1