სხვა სიგიჟეები, რომლებსაც ძველი ბერძნები სჩადიოდნენ 16 იანვარი, 10:00 ძველი ბერძნების მემკვიდრეობამ უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. ეს ეხება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს: მედიცინიდან დაწყებული ხელოვნებით დასრულებული, თუმცა გარდა ამ ყველაფრისა ძველ საბერძნეთში ისეთ სიგიჟეებსაც სჩადიოდნენ, რომელთა დაჯერებაც თანამედროვე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. დღევანდელ სტატიაში სწორედ ოთხი მათგანის შესახებ მოგიყვებით.უცნაური ძველბერძნული მედიცინასაიდუმლო არ არის რომ "მედიცინის მამად" აღიარებული ჰიპოკრატე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, თუმცა მის მიერ აპრობირებული ზოგიერთი დიაგნოსტიკური მეთოდგი ზოგისთვის ნამდვილ აღმოჩენადაც კი იქცა. ასე მაგალითად, ზუსტი დიაგნოზირებისთვის ჰიპოკრატე ხშირად პაციენტის შარდის ნიმუშის გარდა, ასევე ყურიდან გოგირდის სინჯსაც იღებდა.ცემინება, როგორც კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდიძველი ბერძნები კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, თუმცა მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურად მაინც ცემინება ითვლება, დიახ, დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ - ც ე მ ი ნ ე ბ ა! არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი აქტის შემდეგ ქალს მყისიერად უნდა ჩაებუქნა და რაც შეიძლება ძლიერად დაეცემინებინა. ეფესოს ცნობილი მკურნალის სორონას აზრით, ეს მეთოდი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზა იყო.კანის გათეთრებაძველ საბერძნეთში მოდაში ფერმკრთალი სახის კანი იყო, ხოლო ქალბატონებს სახეზე ყოველთვის თეთრი ფერი რომ ჰქონოდათ ამისთვის კანზე სხვადასხვა შემადგენლობის ტოქსიკურ ნივთიერებებს ისვამდნენ, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის სერიოზულ ინტოქსიკაციას იწვევდა და "მოდის" მიმდევრებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიდა."ძვირფასი" ოფლითანამედროვე საზოგადოებაში სხეულის არასასიამოვნო სუნი ცუდ ტონად ითვლება და, როგორც წესი, ის შეუმჩნეველი არც გარშემომყოფებისთვის რჩება. თუმცა, ძველ საბერძნეთში ყველაფერი პირიქით იყო, ოფლის სუნი ქალებს ძალიან მოსწონდათ, რადგან ის თქვენ წარმოიდგინეთ და, მამაკაცის სიძლიერესთან და მამაცობასთან ასოცირდებოდა.388 შეფასება არ არის |