ფოტოგრაფია
პაპარაცების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც ვარსკვლავებს რეპუტაცია საგრძნობლად გაუფუჭა
15 იანვარი, 20:42
პაპარაცები ვარსკვლავებს მშვიდად ცხოვრების საშუალებასაც კი არ აძლევენ. აბა, თქვენი თავი წარმოიდგინეთ რამდენად გამაღიზიანებელი იქნებოდა 24 საათის განმავლობში აბეზარი ფოტოგრაფების მიერ თქვენი ყოველი ნაბიჯის კონტროლი. პაპარაცები სელებრითების ცხოვრების შესახებ ყველაფერს მოურიდებლად ყვებიან, იმასაც კი, რაზეც ხშირად თავად ვარსკვლავებს გაჩუმება ურჩევნიათ. წარმოგიდგენთ პაპარაცების მიერ სელებრითებისთვის გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს, რომლებმაც მათ რეპუტაცია საგრძნობლად შეულახა.
ნატალია ვოდიანოვა გაუპარსავი ფეხებით
იგი აზალიას ცელულიტიანი სხეული
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პოპ - ვარსკვლავს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა, საბედნიეროდ, ჩვილი იქვე მყოფმა სელებრითის დაცვის წევრმა დაიჭირა.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილა კუნისი მაკიაჟის გარეშე ასეთი იქნებოდა.
პაპარაცებმა მთვრალი მსახიობი ჰოლივუდის კლუბ "Guys & Dolls"-იდან გამოსვლისას დააფიქსირეს.
დისტროფიკი - მადონა. პოპ-ვარსკვლავს ან განათებამ უმტყუნა ან ცუდმა რაკურსმა ან საკუთარმა სხეულმა. ასეა თუ ისე, მომღერლის ფოტო მთელს მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა, ხოლო პოპ -დივას გალეულ მკლავებს პრესა კიდევ დიდხანს განიხილავდა.
მაიკლ ჯექსონი ბავშვს სასტუმროს ფანჯრიდან საკუთარ ფანებს უჩვენებს. ასეთი საქციელი პოპ - მუსიკის "მეფედ" აღიარებულ მომღერალს საზოგადოებამ სისასტიკედ ჩაუთვალა.
ფოტოზე კლუბიდან გამოსულ ქეით მოსს ხედავთ, რომელსაც შარვალი თეთრი გაურკველი ნივთიერებით აქვს დასვრილი, რომელიც სავარაუდოდ პუდრი ან აკრძალული ფხვნილია.
1986 წელი, ნიუ-იორკი.... შონ პენი აბეზარ ფოტოგრაფს ვინი ძუფანტს ფიზიკურად უსწორდება. მსახიობი და მისი იმჟამინდელი მეუღლე მადონა საკუთარ ბინასთან პაპარაცების თავდასხმის ობიექტები გახდნენ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინციდენტის ფოტო სხვა პაპარაცის, რონ გალელას მიერ იქნა გადაღებული.
"Playboy"-ის გარდაცვლილი ვარსკვლავის ანა ნიკოლ სმიტის ფოტო 2007 წელს 1, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო "Splash News & Picture Agency"-მა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ვარსკვლავს ხელოვნურ სუნთქვას და გულის მასაჟს უკეთდებდნენ საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძინა.
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის პირველი ერთობლივი ფოტო. კადრი ერთ-ერთმა გამოცემამ 500 ათას დოლარად შეიძინა, აღნიშნულ ფოტომტკიცებულებამდე მათი რომანი მხოლოდ დაუსაბუთებელი ჭორი იყო.