შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებმაც ფოტოშოპს "ომი" გამოუცხადეს 15 იანვარი, 10:53 სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ისეთი "ნატურალური" ფოტოები, რომლებზეც ფოტოშოპის ნატამალიც კი არ არის. თუ ყველაფერი ასეთი ტემპით გაგრძელდა "პრიალა" ჟურნალებით შთაგონებული მოდა მალე დავიწყებასაც კი მიეცემა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც ფოტოებზე საკუთარი ვიზუალის "ბუნებრიობას" პირველებმა დაუჭირეს მხარი.ქეით უინსლეტი2003 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალის "GQ" გარეკანისთვის მოწყობილ ფოტოსესიაში, რომლის დროსაც მისი ფიგურა იმდენად დაამუშავეს, რომ მისი ცნობაც კი შეუძლებელი გახდა: ბრიტანელ ვარსკვლავს მოაშორეს ზედმეტი კილოგრამები, დაუვიწროვეს თეძოები და წელი. 2013 წელს სიტუაცია განმეორდა: ქეითის სახე ჟურნალ "Vogue"-ის გარეკანზე ნიღაბს უფრო ჰგავდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა "ოსკაროსანმა" ვარსკვლავმა ყველა ფოტოგადაღებას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმებოდა - არა ფოტოშოპს!ჯიჯი ჰადიდიმოდელს ხშირად აკრიტიკებენ მოდელისთვის შეუფერებელი მეტისმეტად მადისაღმძვრელი ფორმების გამო, თუმცა გოგონამ იცის კრიტიკოსებს როგორ უპასუხოს: "დიახ, მე მაქვს მკერდიც და თეძოებიც, თუმცა მე ჩვეულებრივი ზომის მოდელად ვითვლები. თქვენი კომენტარები და გრაფიკული რედაქტორების დახმარებით ჩემი ფორმების "დავიწროების" მცდელობა კი ვერ მაიძულებს ჩემი სხეულის შეცვლას".ზენდაიამომღერალი და მსახიობი ზენდაია კოულმანი აღშფოთებული იყო იმით, თუ როგორ დამუშავდა მისი ფოტო ჟურნალ "Modeliste"-სთვის. მან საკუთარ "ინსტაგრამზე" ორიგინალის რეტუშირებული ფოტო გამოაქვეყნა. "დღეს ჩემი ახალი ფოტოები გამოვიდოდა, რითიც შოკირებული ვიქნებოდი. ფოტორედაქტორმა საკმარისზე მეტად "იმუშავა" ჩემს სხეულზე. სწორედ ეს აქცევს ქალებს დაკომპლექსებულად და ქმნის სილამაზის არარეალურ იდეალებს. ვინც მე მიცნობს, იცის რომ მე საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ პატიოსანი და წმინდა სიყვარულის მომხრე ვარ... მადლობა გამოცემას იმისთვის, რომ ეს ფოტოები მოაშორეს და ყურადღება რეტუშის საკითხზე გაამახვილეს".ლედი გაგამომღერალი აღნიშნული ფოტოს გამო ჟურნალ "Glamour"-ზე ძალიან გაბრაზდა. "ჩემი კანი ზედმეტად იდეალურად გამოიყურება, ხოლო თმა კი მეტისმეტად გლუვია. დამიჯერეთ, დილით ახალგაღვიძებული სულ სხვანაირად გამოვიყურები"- აღნიშნა აღშფოთებულმა ეპატაჟურმა პოპ- ვარსკვლავმა.
|