x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ჯერ კიდევ საიდუმლოს წარმოადგენს

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არაერთი ცივილიზაცია დაიბადა და დაიღუპა. დღეს ანთროპოლოგები და არქეოლოგები ცდილობენ ცივილიზაციების დაარსების და დაცემის ქრონოლოგიის შედგენას. მაგრამ, დროდადრო, ისეთ საიდუმლოს აწყდებიან, რომლის ამოხსნა, ადვილი არ არის. სწორედ ასეთი საიდუმლოებების კატეგორიას ეკუთვნის ოლმეკების გიგანტური თავები.


image


ოლმეკები ადრეული მესოამერიკული ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც ჩვენს ერამდე, III ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა. სახელი «ოლმეკები», როგორც – «კაუჩუკის ხალხი» ითარგმნება. ასეთი სახელი, მათ აცტეკებმა, ოლმეკების მშობლიური რეგიონის მიხედვით შეარქვეს, სადაც ბევრი კაუჩუკის მცენარე იზრდებოდა. ოლმეკებმა თავიანთ პირველ დასახლებას ტამოანჩანი უწოდეს, რაც სიტყვასიტყვით, «ჩვენ ვეძებთ ჩვენს სახლს» ნიშნავს. ოლმეკების ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდებოდა. კერძოდ, მოჰყავდათ სიმინდი და ასევე, თევზჭერითაც იყვნენ დაკავებულნი.

ოლმეკების კულტურა აცტეკების და მაიას წინამორბედად ითვლება და სწორედ ამიტომ, ლათინურ ამერიკაში, ოლმეკის კულტურას — «დედობრივს» უწოდებენ. ოლმეკებმა პირველი წერილობითი, იეროგლიფური სისტემა გამოიგონეს – იმის მაგვარი, რაც მაიას ჰქონდა, ისწავლეს დროის და წლიური ციკლების გამოთვლა. ამ ხალხმა, მექსიკის ტერიტორიაზე, პირველი უძველესი ქალაქების მშენებლობა 3 400 წლის წინ დაიწყო. მათ არქიტექტურული ძეგლები შექმნეს და ზოგადად, ამერიკული ტომების განვითარებას მისცეს მიმართულება. ამ ხალხმა, სხვა არტეფაქტებთან ერთად, პირველი ამერიკული წყლის მილიც დატოვა, რომლის სიგრძე, დაახლოებით, ორი კილომეტრია.

გარდა ამისა, ოლმეკების მემკვიდრეობის კიდევ ერთი, შესანიშნავი ნიმუში – გიგანტური თავებია, რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეცნიერებს დიდი თავსატეხი გაუჩინეს... სულ 17 თავია ნაპოვნი, რომლის სიმაღლე 117–დან – 340 სმ–მდეა, გარშემოწერილობა 7 მ. ხოლო, მასა — 30 ტ. არც ერთი თავი არ მეორდება, თითოეული მათგანს, ნეგროიდის ტიპის, ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს. ამ მიზეზით, ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ოლმეკები, შესაძლოა, ამერიკაში, აფრიკის კონტინენტიდან ჩასულიყვნენ. ითვლება, რომ გიგანტური თავები ოლმეკების მმართველებს, თუ ბელადებს ასახავენ, რადგან ასეთი მონუმენტის შესაქმნელად, მეტისმეტად დიდი შრომა და ძალისხმევა იხარჯებოდა. ქვის თავებს ბაზალტიდან კვეთდნენ, რომელიც ათობით კმ–ს დაშორებით მდებარე, ადგილიდან მიჰქონდათ. ხოლო, ძეგლების ნატურალიზმი, გარკვეული დაბნეულობა იწვევს, რადგან ოლმეკური ხელოვნების განვითარების შუალედური ეტაპები არ არის გამოვლენილი. წარმოუდგენელია, მაგრამ, რაღაც მომენტში, მათ უბრალოდ, ადამიანების მსგავსი სახეების კეთება დაიწყეს. ამ ძეგლების ასაკი ზუსტად დადგენილი არ არის.


imageსხვა სიახლეები:


* ყველაზე წარმოუდგენელი ოპტიკური ილუზიები (25 ფოტო)

* ამ ფოტოებზე რა ხდება?

* "მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
429
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0