x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
რატომ გვეჩვენება ცხოვრება, ზოგჯერ, ერთ დიდ უსამართლობად
ჩემს დღევანდელ სტატიას, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის, ტეილორ ჯენკინს რეიდის ციტირებით დავიწყებ, კერძოდ: "არავინ არაფერს იმსახურებს, საქმე ისაა, ვინაა მზად, რომ მიიღოს ის, რაც სურს. არავინ წარმოადგენს უბრალოდ მსხვერპლს ან თუნდაც, გამარჯვებულს. ყველა სადღაც შუაშია. ვინმე, თუ ამტკიცებს, ან ერთი ვარ, ან მეორეო, არა მხოლოდ საკუთარ თავს დასცინის, არამედ მტკივნეულად ბანალურიცაა''.

ცხოვრება, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს, ერთხელ, მაინც მოჩვენებია ერთ დიდ უსამართლობად. ისიც კი ჩაგვითვლია, რომ ჩვენს გარშემო ყველა და ყველაფერი ზედმეტად "ბანალურია'' და რაღაც ერთ დიდ ერთფეროვნებაში ვართ გამომწყვდეულები. "ტრუმანის შოუ'' და "გაახილე თვალები''-ს მსგავსს ფილმებს თუკი, ბავშვობაშივ, ე უყურებთ ეს ფიქრები უფრო მეტად, რომ გამძაფრდება დროთა განმავლობაში, ამას, მგონი ჩემს მიერ ხსენებაც კი არ სჭირდება.

აკეთებთ, ყველაფერს რათა საზოგადოების თვალში ამაღლდეთ, იყოთ წარჩინებული. მაგრამ მერე რა ხდება? ერთი დიდი იმედგაცრუება? აღარ ხართ "ზღაპრის მთავარი პერსონაჟი'' და ცხოვრება მიუზიკლსა და რომკომის ნაცვლად, ერთ დიდ ჰორორს ემსგავსება? და ჩნდება ერთადერთი კითხვა: "მე ხომ ყველაფერი ვცადე და მაინც, რითი დავიმსახურე ეს ყველაფერი?'' .. პასუხი კი ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, არ არსებობს, რადგან ცხოვრება ერთი დიდი ტალღის დინებას ჰგავს, რომელიც სრულიად უეცრად წამოვა და წაგლეკავს, ოღონდ, რა მიმართულებით ეს შენთვის უცნობია..

კიდევ იმასაც, ფოქრობ, რომ ცხოვრება მატარებლის გაჩერებაზე უბილეთოდ დგომას სულ უფრო მეტად ემსგავსება, რაც სულაც არ გახარებს.. გინდა ეს "წყეული'' ბილეთი გაგაჩნდეს, ოღონდ, ამავდროულად არ იცი რა მიმართულებით წაგიყვანს მატარებელი.. მაგრამ მაინც გინდა გარისკო და წაყვე ნებისმიერი მიმართულებითმას, ოღონდაც, გარემო შეიცვალო, რადგან ეს გარემო უკვე სუნთქვაშიც კი გიშლის ხელს, ნელ-ნელა ჰაერსაც კი ახშობს და შენი ოცნებები? საერთოდ სად გაქრნენ ისინი? ადრე ხომ იღიმოდი და ოცნებობდი? სად გაქრა, ის ძველი "ბედნიერი შენ''? მას ეძებ და ვერა და ვერ პოულობ, უკვე "სევდიანი შენ'' გახდი და არ იცი რატომ.. ამას ვერ ხსნი და იცი, რომ ამას ვერც ვერავინ, ვერასდროს, ვერ აგიხსნის.. გინდა ისევ "ბედნიერი შენ'' გახდე იჯდე შავი ზღვის წყნარ სანაპიროზე და ჭამდე შენი, გურული ეზოს, ტკბილ ვაშლს, რომელსაც შალიკია მალევე მოხეკს და მთელს შენს, ძვირფას, ოჯახს გაუნაწილებს.. სად წავიდა ეს დრო? დაბრუნდება რო ოდესმე? ეს არ იცი და ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებ..


მაგრამ იცი ის, რომ ცხოვრება ვერ მოგერევა, ადამიანის თავისებური წარმოდგენები, საერთოდ, ვერ შეგცვლის, ამავდროულად, არავის მისცემ უფლებას, რომ შენს ოცნებებს "დასცინოს''. ყოველთვის, ბოლომდე იბრძოლებ და არ დანებდები მანამ სანამ არ გაიმარჯვებ და არ დაამტკიცებ, რომ ეს ცხოვრება ზოგჯერ სამართლიანი და მშვენიერიც შეიძლება, რომ იყოს..

პ.ს. ახლა კი დაგიტოვებთ რამდენიმე, ჩემთვის, სახასიათო სურათს, რათა შეგახსენოთ, რომ არასდროს დანებდეთ და არ ჩაიქნიოთ ხელი თქვენს ოცნებებზე. პირადად, მე ბოლო ამოსუნთქვამდე მხოლოდ, იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ერთი სანუკვარი ოცნება მაინც ამიხდეს ამ "დაუნდობელ'' ცხოვრებაში..

image

image

imageსიყვარულითა და

დიდი პატივისცემით,

თქვენი ლიკა..


1
28
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
28
  
15 იანვარი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1