საზოგადოება გელა ზედელაშვილი: "მათემატიკა ჭუტაანურად.." 14 იანვარი, 14:15 "დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მდინარეზე ხიდი გაუდვიათ. აშკარად ჩანს, ხიდი დაუმთავრებელია. “გადმოცემის'' წამყვანის თქმით, “ხიდი მდინარეში'' დაჯდა 600 ათასი ლარი!
“გადმოცემაში'' გაშვებული სიუჟეტის ავტორის თქმით, “ხიდი მდინარეში'' დაჯდა 200 ათას ლარამდე!
“გადმოცემაში'' გაშვებული სიუჟეტის ბოლოს ჟუუურრრნალისტი ამბობს, რომ “ხიდი მდინარეში'' დაჯდა ასი ათასობით ლარი!
ამოცანა გვეკითხება: სინამდვილეში რამდენი დაჯდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ “მდინარეში გადებული'' ხიდი? რა სხვაობაა 200 ათასსა და 600 ათასს შორის? რამდენია ასი ათასობით ლარი?
პასუხი: ეგ მხოლოდ იმ ეშმაკმა იცის, რომელმაც შავნოდარას სილა ჰკრა და გონება წაართვა!"- წერს გელა ზედელაშვილი
368 1-ს მოსწონს
|