ინტერვიუს დროს პუტინს წამოსცდა სიტყვები, რამაც გაამძაფრა ეჭვები, არის კი ეს ნამდვილი პუტინი?
რუსეთის დიქტატორე წლებია ლაპარაკობენ, რომ ის არაა ის პუტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტად მოიყვანა ბორის ელცინმა, ეჭვები გაამძაფრა გერმანელი ონკო-უროლოგის განცხადებამ, რომ მისი დაავადებით პუტინს მაქსიმუმ კიდევ 2-3 თვე ეცოცხლა.
გერმანიის საზოგადოებრივმა არხმა ცალკე გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც მოცემულია პუტინის შეხვედრა გერმანიის კანცლერ მერკელთან. გერმანიაში წლების მანძილზე ყოფნის გამო ნამდვილ პუტინს შეეძლო გრამატიკულად გამართული გერმანულით ესაუბრა, ფილმში კი ჩანს, რომ პუტინი თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრრება მერკელს.
გარდა ამისა, როგორც გერმანელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც გერმანიის საზოგადოებრივმა არხმა გადაიღო პუტინთან შეხვედრისას, ამოჭრეს 7 წუთი, რადგან კითხვებზე პუტინის პასუხები იმდენად გაუმართავი და შეუსაბამო იყო კითხვებთან მიმართებაში, მისი გაშვება მთლიანად პრაქტიკულად არ შეიძლებოდა.
ინტერვიუს დროს პუტინის განცხადებამ, რომ მას კლასელები და მეგობრები ვერ ცნობენ კიდევ უფრო გააჭვივა ეჭვის ის ნაღვერდალი, რომელიც მუსირებს თავად რუსეთში, ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.