ფსიქონევროლოგია საინტერესო 8 ფაქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 2012, 11 ოქტომბერი, 18:50 8ფაქტი
1.უმეტესობა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების ასაკი იწყება 6 დან 14 წლამდე.დადგენილია, რომ მსოფლიოში ბავშვთა და მოზარდთა დაახლოებით 20% – ს აღენიშნებათ ფსიქიკური დარღვევები.დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ყოველ 1–4 მილიონ ადამიანზე მხოლოდ ერთი ბავშვთა ფსიქიატრი მოდის.
2.ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 800 000 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. ამ შემთხვევათა 86% დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე მოდის. ნახევარზე მეტი იმ ადამიანთა საშუალო ასაკი, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთარებს, 15–44 წელს შეადგენს.
თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მამაკაცებზეა -ფსიქიკური აშლილობა არის თვითმკვლელობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.
3.დეპრესიას ფსიქოლოგიურ, ქცევით და ფიზიკურ სიმპტომებთან ერთად ახასიათებს მუდმივი მოწყენილობა და ინტერესის დაკარგვა. 4.ფსიქიკურ აშლილობას იწვევს ომები და სტიქიური უბედურებები. ამ დროს, როგორც წესი, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების რიცხვი ორმაგდება. 5.ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებულ სტიგმასა და პაციენტებისა და მათი ოჯახების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის გამო ადამიანები ერიდებიან მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფსიქიკური აშლილობის მიზეზად ასახელებს სტრესს ან ნებისყოფის არქონას, ვიდრე სამედიცინო ხასიათის დარღვევებს. კვლევამ აჩვენა აგრეთვე, რომ სტიგმის დონე უფრო მაღალია ურბანულ რაიონებში და მაღალი დონის განათლების მქონე ადამიანთა შორის. 6.ფსიქიკურ აშლილობას იწვევს ისეთი ფაქტები როგორიცაა თავისუფლების შეზღუდვა, იზოლირება, ძირითადი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა და პირად ცხოვრებაში ჩარევა. 7.დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ფსიქიატრების, ფსიქიატრიის სფეროში სპეციალიზირებული მედდების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ნაკლებობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ადექვატურ მკურნალობასა და მოვლას. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ყოველ 100 000 ადამიანზე 0.05 ფსიქიატრი და 0.42 მედდა მოდის. ფსიქიატრთა რაოდენობა მაღალი შემოსავლების ქვეყნებში 170–ჯერ მეტია, ხოლო მედდების რაოდენობა – 70–ჯერ. 8.მთავრობებმა, დონორებმა და ჯგუფებმა, რომლებიც წარმოადგენენ ფსიქიკური ჯანმრთლობის სფეროში მომუშავეთა ინტერესებს, პაციენტებმა და მათმა ოჯახებმა უნდა იმოქმედონ ერთობლივად ფსიქიკური ჯანმრთლობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. საჭირო ფინანსური რესურსები შედარებით მცირეა: წელიწადში კაცზე 2 აშშ დოლარი დაბალი შემოსავლების ქვეყნებში და 3–4 აშშ დოლარი – საშუალო შემოსავლების იმ ქვეყნებში, რომლებიც დაბალი შემოსავლების ქვეყნების დონეს უახლოვდება. 277 9-ს მოსწონს
|