x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჭეშმარიტად გემრიელი ყავის მოდუღების 10 წესი - რომელს იცავთ?
ამ ჯადოსნური სასმელის ნამდვილ მოყვარულებს დღე ნამდვილად ვერ წარმოუდგენიათ მის გარეშე. რა ჯობია დილით, შესვენებაზე, ენერგიის ასაკრეფათ თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად ერთი ფინჯანი ყავის მირთმევას?



თანამედროვე ცხოვრების წესად და დამოკიდებულებად გვექცა ყავის სმა, ალბათ დამეთანხმებით. ან ვის არ მიიზიდავს ეს სურნელოვანი სითხე, განსაკუთრებით ამ ცივ ზამთარში, გარდაუვალია დილა ერთი ფინჯანი ცხელი ყავით არ დაიწყოს, ის ხომ ხშირ შემთხევაში თქვენი მარტოობის თანამგზავრია.



image


ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყავის რეპუტაცია ძალიან დაზარალდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 1991 წელს ჯანმო-მ პოტენციურ კანცეროგენად დაასახელა ის და მხოლოდ 2016 წელს აღიარა, რომ არანაირი კავშირი არ იქნა ნაპოვნი ყავისგან კიბოს გამომწვევ ფაქტორებში. ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის შტატის სასამართლომ დაავალა მწარმოებლებს გაფრთხილება კიბოს განვითარების რისკის შესახებ: ყავა მოხალვისას გამოყოფს აკრილამიდს, რომელიც ამ შტატში კანცეროგენად ითვლება, თუმცა ეს არც კი დადასტურდა. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყავის გონივრული მოხმარება ჯანმრთელობისთვის ბევრ სარგებელს მოიტანს!




image



სარგებელთან ერთად გემრიელიც რომ იყოს, გთავაზობთ 10 წესს, თუ როგორ მოვხარშოთ ყავა, რომ მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.




ჭეშმარიტად გემრიელი ყავის მოდუღების 10 წესი - რომელს იცავთ?




1. სუფთა წყალი.


გემრიელი ყავის მოსადუღებლად საჭიროა სუფთა წყალი. დაივიწყეთ ონკანის წყალი, თუ გსურთ მიიღოთ სრულყოფილად არომატული და გემრიელი მატონიზირებელი სასმელი.



2. დაუთმეთ დრო.


თუ ყავას ადუღებთ, ყოველთვის დააყენეთ ცეცხლი (ტემპერატურა) მაქსიმალურად დაბალ პარამეტრზე. რა თქმა უნდა, მესმის, რომ გინდათ სწრაფად დალიოთ, მაგრამ აქ აჩქარება არ არის საჭირო. გახსოვდეთ - ყავის მოხარშვას დიდი დრო სჭირდება.



3. მადუღარა ვიწრო კისრით/ყელით.


თუ გსურთ გემრიელი ყავის მოდუღება, გამოიყენეთ ვიწრო კისრის მქონე ჭურჭელი, მაშინ ყავა უფრო არომატული გახდება.

image


4. მარილი.


დაამატეთ მარილი. დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ზუსტადაც მარილი. არა კოვზი, რა თქმა უნდა, მაგრამ 2-3 პატარა კრისტალი აუცილებლად ჩაამატეთ. ის გემოში არ უნდა იგრძნობოდეს; ხრიკში აზრი ის არის, რომ მარილი გაურკვეველი გზით ხელს უწყობს ყავის არომატის გაძლიერებას.



5. კოჭა/იმბირი/ჯანჯაფილი.


ნალექიან ყავას დაუმატეთ ცოტა მარილი და ცოტა კოჭა. სასწაულად არომატულ ყავს მიიღებთ.



6. შაქარი.


თუ გამოიყენებთ ძალიან ცოტა ყავისფერ შაქარს, სასწაულ გემოს მიიღებთ.


image


7. დაფქვა.


ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალ დაფქულს და თან დაფქვის ზომას - მსხვილია ის თუ წვრილი, თუმცა აქ უფრო გემოვნების ამბავია.




8. არ დაუშვათ, რომ ყავა ადუღდეს.


ეს არის მთავარი წესი; როგორც კი ზემოდან წარმოქმნილი სქელი მასა აქტიურად დაიწყებს ამოსვლას, მადუღარა გადმოდგით ცეცხლიდან. დაელოდეთ ერთ წუთს, შემდეგ გაიმეორეთ იგივე სამჯერ. თუ ეს ფენა დაიშლება, მაშინ მის ქვეშ დაგროვილი მთელი არომატი გაქრება.



9. ყავის მარცვლები.


გადაწყვიტეთ გემრიელი ყავის მომზადება? გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ყავის მარცვლები და დაუყოვნებლივ დაივიწყეთ დაფქული ყავის ყიდვა.



image



10. დააყოვნეთ, რომ დაილექოს.


როგორც კი ყავა მზად იქნება, მაშინვე არ დაიწყოთ ფინჯნებში ჩასხმა. გააჩერეთ მინიმუმ 30 წამი. ეს მიანიჭებს მას უფრო ერთგვაროვან კონსისტენციას.




0
139
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0