კინო მსახიობები, რომლებმაც სე#სუალურ სცენებში ჯერ კიდევ მოზარდობისას ითამაშეს 13 იანვარი, 10:01
ამ მსახიობების ინტიმურ სცენებში მონაწილეობისთვის შესაძლოა ყურადღება არც კი მიგვექცია ისინი სრულწლოვნები რომ ყოფილიყვნენ. ისე, საინტერესოა, მშობლებმა თუ იცოდნენ იმის შესახებ მათი თინეიჯერი შვილები საწოლის სცენებში რომ თამაშობდნენ? თუმცა ფაქტია, რომ გადაღებები სკანდალების გარეშე არ დასრულებულა. თქვენ წინაშეა მსოფლიო მასშტაბის 13 ვარსკვლავი, რომელმაც ინტიმურ სცენებში მოზარდობისას ითამაშა.
ნიკი რიდი
2006 წელს გადაღებულ კრიმინალურ კომედიაში - "მინისთვის ეს პირველია" ნიკი რიდმა ალეკ ბოლდუინთან ერთად საკმაოდ თამამ სცენებში ითამაშა. გოგონას ასაკის თემა პრესაში მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავის მემუარები გავრცელდა, სადაც მსახიობი პროდიუსერების მხრიდან მისთვის ნიკი რიდის რეალური ასაკი დამალვასთან დაკავშირებით საუბრობდა. გადაღებების დროს გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო.
ჯოდი ფოსტერი
12 წლის მეძავის, იზის როლისთვის ფოსტერი პირველად იქნა "ოსკარზე" ნომინირებული და პოპულარობის უარყოფითი მხარეც საკუთარ თავზე პირველად სწორედ მაშინ გამოსცადა: ერთმა არანორმალურმა სახელად ჯონ ჰინკლიმ 1981 წელს პრეზიდენტ რეიგანის მოკვლა ფილმ "ტაქსის მძღოლის" ნახვის შემდეგ სცადა, რათა ახალგაზრდა მსახიობის სიყვარული მოეპოვებინა. შეგახსენებთ, რომ რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი" ჯოდი ფოსტერი მეძავის როლის შესრულებისას მხოლოდ 13 წლის იყო.
ბრუკ შილდსი
ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ბრუკი "Playboy"-თვის პოზირებდა, 13 წლის ასაკში მან ახალგაზრდა მეძავის როლი შეასრულა ფილმში "მშვენიერი ბავშვი", 15 წლის მოზარდმა კი ეროტიკულ დრამაში "ცისფერი ლაგუნა" მთავარი როლი ითამაშა.
საინტერესოა, რომ თავად ბრუკ შილდსმა მისივე აღიარებით, ქალიშვილობა მხოლოდ 22 წლის ასაკში დაკარგა. ამასთან, მთელი მისი კარიერა, დედის ინიციატივით ბავშვური სექსუალურობის სპეკულაციაზე იყო აგებული, როდესაც გოგონა 10 წლის იყო, დედამ თავად მოუწონა მას "Playboy"-ის თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა, მოგვიანებით შილდსმა ჟურნალს თავისი თამამი კადრებისთვის უჩივლა, თუმცა უშედეგოდ. 1980 წელს 15 წლის ბრუკი "Calvin Klein"-ის სახე გახდა. ერთ - ერთ ვიდეო რგოლში შილდსი ვიწრო ჯინსს დუნდულზე იწევს და ასეთ ფრაზას ამბობს: "გინდა იცოდე რა არის ჩემსა და ჩემს ჯინსს შორის? არაფერი!".
მილა იოვოვიჩი
ულამაზესი მილა 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.
დომინიკ სვეინი
თავის დროზე 15 წლის დომინიკ სვეინი ნაბოკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ლოლიტა" გახდა. გოგონას საკმაოდ პატარა ასაკისა და ზოგიერთი სცენის პიკანტურობის გათვალისწინებით, რეჟისორებს დუბლიორის აყვანა მოუწიათ, თუმცა იყო კოცნისა და სექსის რამდენიმე ისეთი სცენა, სადაც პატარა მსახიობმა თავად ითამაშა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ინტიმური სცენების გადაღების დროს გოგონასა და მის პარტნიორს შორის ბალიშს ათავსებდნენ. სხვათა შორის, ფილმის რეჟისორმა თავდაპირველად მთავარ როლზე ნატალი პორტმანი მიიწვია, მაგრამ მან შეთავაზებაზე რელიგიური მიზეზების გამო უარი განაცხადა: მოგეხსენებათ, რომ მსახიობი მკაცრ ებრაულ ოჯახში იზრდებოდა, თუმცა "ნიმფეტის" დიდებას ვერც ის აცდა.
კრისტინ ბუასონი
საკულტო ფილმის მთავარი გმირი - ჰოლანდიელი მსახიობი სილვია კრისტელი (17 წლის ასაკში მან ითამაშა ეროტიკულ მელოდრამაში "ემანუელა") ფილმის გამოსვლის დროს სულ რაღაც 22 წლის იყო, თუმცა სილვიასთან ერთად კადრში ახალგაზრდა ფრანგი ქალი კრისტინ ბუასონიც ჩნდება. უფროსკლასელისთვის ეს მისი კინოდებიუტი იყო.
სიმონეტა სტეფანელი
როგორც ჩანს, მწველი მზის ქვეშ იტალიელები სწრაფად მწიფდებიან. ამის დასტური - მსახიობი სიმონეტა სტეფანელია, რომელმაც მაფიოზ მაიკლ კორლეონეს პირველი ცოლის როლი შეასრულა. წყვილის პირველი საქორწინო ღამის სცენის შემდეგ, ძნელი დასაჯერებელია რომ მსახიობი მხოლოდ 15 წლისაა, და რაც კიდევ უფრო მეტად გასაკვირია, სიმონეტასთვის ეს როლი პირველი არ ყოფილა, ერთი წლით ადრე მან ეროტიკულ კომედიაში "Non commettere atti impuri" ითამაშა.
ოლივია ჰასი
რეჟისორ ფრანკო ძეფირელის შედევრის "რომეო და ჯულიეტას" პრემიერა 1968 წელს შედგა, თუმცა ჯულიეტამ, რომელიც რომეოზე უზომოდ შეყვარებული გოგონას განცდებს მთელი დამაჯერებლობით გადმოსცემდა, ფილმის ნახვა ვერ შეძლო, ვინაიდან ის მაშინ მხოლოდ 16 წლის გახლდათ, ფილმის ნახვა კი 18+ მარკირებით იყო შესაძლებელი. თამამი სცენები კი იმაში მდგომარეობდა, რომ გოგონას ერთ - ერთ კადრში მკერდი უნდა მოეშიშვლებინა, რასაც მოზარდმა თავი შესანიშნავად გაართვა.
პენელოპე კრუსი
პენელოპე კრუსმა 16 წლის ასაკში ცნობილი ესპანელი რეჟისორის ბიგას ლუნას ფილმში "ლორი, ლორი" მეძავის ქალიშვილის, სილვიას როლი ითამაშა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ როლით შედგა მომხიბვლელი ესპანელი მსახიობის წარმატებული დებიუტი კინოში. როგორც ცნობილია, პენელოპე კრუსმა პირველად სწორედ ზემოაღნიშნული ფილმის გადაღებებზე აღმოაჩინა თავისი ერთადერთი და მარადიული სიყვარული ხავიერ ბარდემიც, რომელთანაც ვარსკვლავი დღემდე თავს ბედნიერად გრძნობს.
ორნელა მუტი
16 წლის ასაკში ორნელა მუტიმ რეჟისორ ჯორჯიო სტეგანის დრამაში "მზე შენს კანზე" ითამაშა, ფილმი პირველ სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელიც ტემპერამენტიანი იტალიელის ფილმოგრაფიაში მსგავსი თემატიკის მეორე ფილმად იქცა.
შარლოტა გინსბურგი
ალბათ, არავის გაუკვირდა როცა 12 წლის შარლოტა მამასთან ერთად ვიდეორგოლ "Lemon Incest"-ში ამღერებული იხილა. მუსიკოს სერჟ გინსბურგის საყვარელი ჰობი პროვოკაცია იყო, შესაბმისად, მორიგი გამოწვევისთვის მომღერალმა არც საკუთარი ქალიშვილი დაინდო: 1984 წელს შარლოტამ მამასთან ერთად ზემოაღნიშნულ მუსიკალურ ვიდეო რგოლში ინცესტის შესახებ იმღერა, შემდეგ კი ყველაფერი - წავიდა და წავიდა. 14 წლის ასაკში გოგონამ თამამ დრამაში "L'Effrontée"-ში ითამაშა, ერთი წლის შემდეგ ფილმში "შარლოტა სამუდამოდ" ის მთლიანად გაშიშვლდა, ხოლო 17 წლის ასაკში მომავალი ვარსკვლავი ფილმში "პატარა ქურდი" უკვე ინტიმითაც დაკავდა.
კირა ნაითლი
კირა ნაითლისთვის თამამი სცენები უცხო არ არის. მსახიობის ზურგს უკან ათობით საწოლის სცენაა, თუმცა ყველას როდი ახსოვს რომ კადრში ჰოლივუდის ვარსკვლავი სამოსის გარეშე პირველად 15 წლის ასაკში გამოჩნდა. 2001 წელს გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში - "ორმო" 15 წლის კირამ ფრენკის როლი იდეალურად მოირგო. მართალია, ზემოხსენებული დრამა სიყვარულზე სულაც არ გახლავთ, თუმცა მასში არასრულწლოვანი მსახიობის თამამ სცენებს საკმაოდ მრავლად შეხვდებით.
ტორა ბერჩი
ტორა ბერჩი კამერის წინ პირველად 16 წლის ასაკში გაშიშვლდა. გოგონა ფილმ "ამერიკული სილამაზის" ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, რომელიც ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა. გასაკვირი არ არის რატომ მოიწონეს გოგონას მშობლებმა კადრში შვილის დედიშობილა გამოჩენა, ტორა ხომ ცნობილი პორნომსხიობების ოჯახში დაიბადა, მისმა მშობლებმა, კეროლ კონორსმა და ჯეკ ბერჩმა 1972 წელს გადაღებულ პორნოფილმში "ღრმა ყელი" ერთად ითამაშეს. მათ თავიდანვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმადაც გოგონას ფილმში შიშველი უნდა ეთამაშა, სხვათა შორის, გადაღებებს თავად ტორას მშობლებიც ესწრებოდნენ. ისე, საინტერესოა, როგორია - გაშიშვლდე შენი მშობლების წინაშე, რომლებიც ოდესღაც ასევე ზრდასრულთა ფილმებში "ბრწყინავდნენ"?
|