x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ვუმკურნალოთ კოჟრებს (მაზოლი) სახლის პირობებში
ზაფხულში შეიძლება შევხვდეთ ისეთ პრობლემას, როგორიც არის ტერფებზე კოჯრები (მაზოლი). ისინი ხშირად ჩნდებიან არასასიამოვნო ფეხსაცმლისა და მტვრის გამო. თუ პრობლემა არ არის მწვავე, მაშინ შეგიძლიათ მოიცილოთ მარტივად სახლის პირობებში. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე სასარგებლო მეთოდი.


image

image



უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გესმოდეთ, რა ტიპის კოჟრები გაჩნდა თქვენს ფეხებზე. არსებობს სამი ტიპი: წყლიანი, მშრალი და ღეროვანი/ფესვური. სხვადასხვა კოჟრებს სხვაგვარად უნდა მოექცეთ.





1. წყლიანი კოჟრები.



ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება ქუსლის მიდამოზე ან აქილევსის მყესზე და ჩნდება სითხის ბუშტის სახით. წყლის ბუშტუკების ძირითადი მიზეზებია ხახუნი და ძლიერი ზეწოლა კანზე ახალი ფეხსაცმლის დიდი ხნის განმავლობაში ტარების შედეგად.


როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?


აუცილებელია ფეხების კარგად და ფრთხილად დაბანა, რომ ბუშტუკა არ გასკდეს. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საფენი ან სტერილური მარლის ბალიშები. ეს უნდა იქნას გამოყენებული პრობლემურ ზონაში და კარგად დააფიქსიროთ. ბინტი უნდა იცვალოთ დღეში ორჯერ: დილით და საღამოს, ხოლო როდესაც ბუშტუკი გასკდება, უნდა ჩამოიბანოთ ქლორჰექსიდინით და კვლავ დაიდოთ მარლის სახვევი, სანამ მთლიანად არ შეხორცდება ჭრილობა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხეთქოთ თავად წყლიანი კოჟრები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბაქტერიები შეიჭრასს, რაც გამოიწვევს დაჩირქებას და შედეგად წავა ანთებითი პროცესი.


image





2. მშრალი კოჟრები.


ისინი ხელებსა და ფეხებზე ჩნდება. ჰგავს მოყვითალო ან მოყავისფრო ფერის ამოზნექილ ბორცვს. წარმოიქმნება ხახუნის გამო, რომელიც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში. მაგალითად, თუ დიდხანს ატარებთ ფეხსაცმელს, რომელიც შესამჩნევად გაწუხებთ.


როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?


მშრალი კოჟრებისგან თავის დასაღწევად, ძილის წინ აბაზანები უნდა მიიღოთ. ამისათვის საჭიროა ერთი სუფრის კოვზი სოდა და ერთი სუფრის კოვზი მარილი 3 ლიტრ ცხელ წყალში განზავდეს და ფეხები აბაზანაში 10-15 წუთის განმავლობაში მოათავსოთ. შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ფეხები, წაისვით თუთიის ან სალიცილისა და თუთიის შემცველი საცხი, გაწმინდეთ კანის დაზიანებული ადგილები ქლიბით, ოღონდ მხოლოდ ზედა ფენა. პროცედურის შემდეგ წაისვით რაიმე ძალიან ცხიმიანი კრემი და ჩაიცვით წინდები.


image





3. ღეროვანი/ფესვური კოჟრები.


ისინი ყველაზე ხშირად ჩნდება ფეხის თითებზე ან თითებთან ახლოს, სადაც კანი ყველაზე თხელია. მის ღეროს ან ფესვს შეუძლია შეაღწიოს კანის ყველა ფენაში კუნთებამდე და გამოიწვიოს ტკივილი. მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ხახუნი მჭიდრო ფეხსაცმლისგან.


როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?


მსგავსი ტიპის კოჟრებისგან თავის დასაღწევად უნდა იყიდოთ სტერილური საფენი ან პლასტირი სალიცილის მჟავით. გამოყენებამდე ფეხები უნდა დაიმუშავოთ ორთქლზე, გაამშრალოთ და შემდეგ დაზიანებულ, კოჟრიან ადგილას დაიდოთ საფენი/პლასტირი.



image



0
263
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0