x
მეტი
  • 24.02.2024
  • სტატია:133470
  • ვიდეო:356340
  • სურათი:507938
იცით, რა მოხდება, თუ შეწყვეტთ კბილების გახეხვას?
კბილების გახეხვის მარტივი და არც ისე ხანგრძლივი პროცედურა მთელი ცხოვრება თან დაგვდევს. ხანდახან ყველას ჰქონია სიტუაცია, როცა კბილის ჯაგრისის უქონლობის, დაღლილობის ან თუნდაც თრობის გამო კბილების გახეხვა ვერ შეძლო. ამაში საშიში არაფერია, თუ კბილების გახეხვას ეპიზოდურად ტოვებთ. თუმცა სტომატოლოგები გირჩევთ, ეს სისტემატურად არ გააკეთოთ, რადგან კბილების გახეხვაზე უარის თქმას უსიამოვნო და გარდაუვალი შედეგები მოჰყვება.



image



სპეციალისტებმა მოამზადეს იმ მოვლენების ქრონოლოგიური აღწერა, რაც მოხდება, თუ ყოველდღიურად კბილების გახეხვას შეწყვეტთ.



1 დღე კბილების გახეხვის გარეშე

image


თუ კბილებს ერთი დღე, დილით და ძილის წინ, არ გაიხეხავთ, კბილების ნადები შეასუსტებს დენტინს – კბილის მინანქრის ქვეშ მდებარე დამცავი მასალა. ბაქტერიებს 48 საათი სჭირდებათ, რომ მავნე მოქმედება სრული ძალით დაიწყოს. გამოდის, ხანმოკლე შესვენებაც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.



1 კვირა კბილების გახეხვის გარეშე

image

1 კვირაში კბილის ნადები დენტინს სრულად გაანადგურებს. გაჩნდება კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი – უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. საჭმლის ნარჩენები, რომელთაც ჩვეულებრივ კბილის ჯაგრისით ვიშორებთ, კბილებს მიეწებება. ეს ფენა ენითაც იგრძნობა, როგორც უხეში საფარი კბილებზე.



1 წელი კბილებზე ზრუნვის გარეშე

image

თანამედროვე ადამიანს გაუჭირდება წარმოდგენა, რომ კბილები მთელი წელი შეიძლება არ გაიხეხოს. ამ შემთხვევაში შედეგები იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. თუ წესრიგშია, ორგანიზმი გარკვეული ხნით შეძლებს კარიესის მიერ გამოწვეულ ბაქტერიებთან ბრძოლას.



image



უფრო სავარაუდოა, რომ მთელი წელი კბილებზე ზრუნვის გარეშე ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუც ვერ გადარჩება. კარიესი უტევს კბილებს, იწყება ღრძილების დაავადებები და ეს ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით კბილების დაკარგვის მიზეზი გახდება. ასე რომ, თუ 1–2 დღე კბილების გახეხვა შედეგების გარეშე გამოტოვეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტის გაგრძელება ღირს. სტომატოლოგები ამის გაკეთებას კატეგორიულად არ გირჩევენ.



image



აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა თქვათ უარი კბილების რეგულარულ მოვლაზე. ახლახანს პრევენციული კარდიოლოგიის ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც კბილებს დღეში 3–ჯერ იხეხავენ, ნაკლებად აწუხებთ წინაგულთა ფიბრილაცია და გულის უკმარისობა.



image



ზოგადად, თუ კბილებზე ზრუნავთ, ანუ რეგულარულად იხეხავთ, სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტს არ ტოვებთ, გულის პრობლემების გაჩენის ალბათობა საგრძნობლად შემცირდება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბევრი კბილის დაკარგვა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. ნუთუ ეს კარგი მიზეზი არაა, რომ კბილების გახეხვა არ დაგვავიწყდეს?



დიახ, მხოლოდ კბილების გახეხვა საკმარისი არაა. ეს სწორად უნდა გააკეთოთ. მსოფლიოში კბილების წმენდის ბევრი მეთოდი არსებობს და ზოგჯერ სხვადასხვა ინოვაციების გამო სერიოზული დისკუსიები წარმოიქმნება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გავაყუჩოთ კბილის ტკივილი დროებით

2. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ

3. ექიმები მოგიწოდებენ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ტკბილეულის გაყიდვა აკრძალოთ

4. იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

5. რა გავლენას ახდენს ორგანოებზე დღეში 3 ჭიქა ყავა?

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
124
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
124