x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508619
იაპონელს, რომელიც 10 წელია უმუშევარია, 4 ცოლი ჰყავს (ვიდეო)
image

იაპონურმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა სკანდალური ისტორია 35 წლის იაპონელ მამაკაცზე რომელსაც, სავარაუდოდ, ჰყავს ოთხი ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი, თან მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უმუშავია.


35 წლის რიუტა ვატანაბე იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ქალაქ საპოროდან გახლავთ, თავისი არატრადიციული ცხოვრების წესის წყალობით, ერთ ღამეში სენსაციად იქცა საკუთარ ქვეყანაში. ვატანაბე ცხოვრობს თავისი ოთხი ცოლიდან სამთან ერთად, რომლებიც კარგად ეგუებიან ერთმანეთს. ფინანსურ საკითხებში კი მთლიანად მათ ეყრდნობა, რადგან თვითონ 10 წელია არ მუშაობს.


პოლიგამიური ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება ცოტა ხნის აღწერა იაპონურმა AbemaTV -მ გადაცემაში Abema Prime და მწვავე დებატები გამოიწვია ქვეყანაში, სადაც პოლიგამია ოფიციალურად აკრძალულია.


image

იმისთვის, რომ პოლიგამიის კანონონთან პრობლემები არ შეექმნათ, რიუტას ოთხი ცოლი ამჟამად მასთან ე.წ. სამოქალაქო ურთიერთობაში იმყოფებიან, ისინი აპირებენ ქორწინების რიგრიგობით რეგისტრაციას და შემდეგ განქორწინებას, აიღებენ მის გვარს და გადასცემენ შვილებს.


"მე უბრალოდ მიყვარს ქალები, ასე რომ, სანამ აზრზე მოვიდოდი, ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი", - განუცხადა ვატანაბემ Abema TV-ს. — ძაღლების მოყვარულებს ჩემი კარგად ესმით. ერთი ლეკვი რომ გაზარდო, მეორეს გაზრდა არ მოგინდება? მე მომწონს ქალები და ყველა ერთნაირად მიყვარს“.



35 წლის უმუშევარი მამაკაცი სამ ცოლთან ერთად ცხოვრობს, ყველა მათგანი შვილებთან ერთად ერთ საძინებელს იზიარებს. მისი პირველი ცოლი 27 წლისაა, მეორე და მესამე კი 24 და 22 წლის. პირველ მეუღლესთან ჰყავს 2 წლის და ერთი წლის შვილი, მეორე ცოლთან კი 5 თვის ბავშვი. რიუტამ არ დააკონკრეტა, რატომ არ ცხოვრობს მისი მეოთხე ცოლი მასთან ერთად, მაგრამ დანარჩენმა ცოლებმა დაადასტურეს, რომ მას ჰყავს მეოთხე "ცოლი". მათივე აღიარებით, ყველა ცოლმა თავიდანვე იცოდა, რომ ისინი არ იქნებოდნენ ერთადერთი. ისიც იცოდნენ, რომ ის უმუშევარი იყო.


ყველა ქალი მუშაობს ოჯახის ყოველთვიური ხარჯების დასაფარად, რომელიც დაახლოებით 850, 000 იენია (5, 860 დოლარი), ხოლო რიუტა ზრუნავს საოჯახო საქმეებზე. ეს უჩვეულო სიტუაციაა, განსაკუთრებით პატრიარქალური იაპონური საზოგადოებისთვის, მაგრამ ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან.


„ვფიქრობ, რომ პოლიგამიაში არავითარი პრობლემა არ არის“, - ამბობს რიუტა ვატანაბე და მოჰყავს ტოკუგავა იენარის მაგალითი, ყველაზე ხანგრძლივი მე-11 სიოგუნი, რომელსაც 53 შვილი ჰყავდა. მან ჟურნალისტებს ხუმრობით უთხრა, რომ უნდა 54 შვილის მამა გახდეს და ისტორიის შევიდეს.


რიუტა თავის ოთხ ცოლს მოიხსენიებს, როგორც „ოჯახზე ნაკლებს, მაგრამ მეგობრებზე მეტს“ და როგორც ჩანს, არც ერთ ქალია არ აპროტესტებს ასეთ ფორმულირებას.


პირიქით, Abema Prime-ის გადაცემის მსვლელობის დროს ქალები გამუდმებით ადიდებდნენ მის მომხიბვლელობას და ძალას და ერთხმად უცხადებდნენ მხარდაჭერას. კითხვაზე, თუ როგორ გეგმავს პოლიგამიური ოჯახი ბავშვებს აუხსნას მათი ცხოვრების წესი, რიუტამ უპასუხა, რომ ამაში თავად გაერკვევიან. მისმა ერთ-ერთმა ცოლმა კი დასძინა, რომ ისინი შეეცდებიან აუხსნან ბავშვებს, რომ ყველა ოჯახი ერთნაირი არ არის, რათა ისინი წინასწარშექმნილი აზრის გარეშე გაიზარდონ.


0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0