x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სამხრეთ კორეამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: აკრძალა ძაღლის ხორცის ჭამა
image

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და აკრძალა საკვებად ძაღლების მოშენება.


სამხრეთ კორეის მთავრობამ მიიღო ისტორიული კანონი, რომელიც კრძალავს საკვებად ძაღლების მოშენებას . კორეელების უმეტესობა დიდი ხანია აღარ ჭამს ძაღლის ხორცს;ამ პრაქტიკის არსებობამ ცუდი გავლენა მოახდინა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ამიტომ აკრძალვა გარდაუვალი იყო.


სამშაბათს, 9 იანვარს, სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ძაღლების მოშენებას საკვებად.208 პარლამენტის წევრმა
მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, ორმა კი თავი შეიკავა.



კანონი კრძალავს ძაღლების მოშენებას და დაკვლას, ასევე ძაღლის ხორცის დაფასოებას და განაწილებას.

image

კანონის დამრღვევებს 2027 წლიდან დიდი ჯარიმები და ციხეც კი ემუქრებათ. გარდამავალ პერიოდში მთავრობა ფინანსურად დაეხმარება ამ ინდუსტრიაში მომუშავე პირებს, რათა შეძლონ სხვა ბიზნესის წამოწყება.


სამხრეთ კორეის სტატისტიკის ბიუროს ცნობით, ქვეყანაში დღეს არის 1150 ძაღლის ფერმა, 34 სპეციალიზებული სასაკლაო, 219 ძაღლის ხორცის სადისტრიბუციო კომპანია და დაახლოებით 1600 რესტორანი, სადაც ძაღლის ხორცისგან კერძებს ამზადებენ.


თუმცა კორეელების უმეტესობა უკვე აღარ ჭამს ძაღლის ხორცს, ორშაბათს, 8 იანვარს, სეულში დაფუძნებულმა Animal Welfare Awareness, Research and Education ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ კორეელების 94 პროცენტს არ უჭამია ძაღლის ხორცი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 93 პროცენტმა თქვა, რომ მომავალში აღარასოდეს აპირებს ჭამას.

1
129
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
129
  
10 იანვარი, 18:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1