რუსი პოეტის ზესახალისო განცხადება, რომელზეც რუსებიც კი ხარხარებენ ინტერნეტ რესურსებზე
საინფორმაციო ომს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ომის თეატრში, სიმონიან-სოლოვიოვის ტანდემმა ისე "გამოაზომბირა" რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი დღემდე ჰგონიათ, რუსეთი, რომ არ დასხმოდა თავს უკრაინას, უკრაინა აუცილებლად დაესხმებოდა თავს რუსეთს.
რა გინდა, რომ თქვა, როცა მარაზმამდე დასულ სისულელეს რომ აჯერებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათი შვილები, ნათესავები პატრიოტულ მისიას ასრულებენ უკრაინაში და "უკრაინელი ნაცისტებისაგან" ანთავისუფლებენ უკრაინას.
კოლოსალური მსხვერპლის მიუხედავად რუსეთი აგრძელებს მართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც კოლოსალურ თანხებს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.
ომში წაყვანილი მობილიზებულები კი პუტინს და შოიგუს მიცვალებულს არ უჩერებენ საფლავში გინებით, რადგან ერთია დაპირებებით და სამშობლოს დაცვის მოტივაციით ომში ადამიანის გაგზავნა და მეორეა, როცა ეს ადამიანი ყოველდღე ხდავს თუ როგორ იღუპება ასობით მისი თანამოძმე თუ თანამებრძოლი ყოველდღიურად.
"ურაპატრიოტიზმი" და "შოვინიზმი" რუსებში ძალიანაა განვითარებული, მაგრამ ის რაც რუსმა მწერალმა განაცხადა საყოველთაო დაცინვის ობიექტი გახდა. ინტერნეტსივრცეში ღიად და დაუფარავად დასცინიან რუს მწერალს, რომელმაც განაცხადა: "დიდი სურვილი მაქვს დავღუპულიყავი რუსულ ტანკში, რომელსაც ააფეთქებდნენ ამერიკელები, ეს იქნებოდა ჩემთვის საპატიო სიკვდილი". ალექსანდრე პროხანოვის ამ განცხადებას რუსულ ინტერნეტსივრცეში საყოველთაო დაცინვა მოჰყვა.
"საინტერესოა, ეს გომბეშო როგორ ჩაეტეოდა ტანკში?-ირონიულად კითხულობენ რუსი მკითხველები.