ვარსკვლავები ოქროს გლობუსი 2024: ვარსკვლავების 17 ყველაზე გასაოცარი იმიჯი წითელი ხალიჩიდან 9 იანვარი, 19:25 7 იანვარს ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის რიგით 81–ე დაჯილდოება გაიმართა. ეს არის პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო. დაჯილდოება მნიშვნელოვანი ეტაპია "ოსკარამდე", რომელიც აქცენტს აკეთებს კინოში მიმდინარე ტენდენციებსა და ინოვაციებზე.
2024 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებამ ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ ბრწყინვალე კინემატოგრაფიული მიღწევებით, არამედ ცერემონიაზე მისული ცნობილი ადამიანების თვალწარმტაცი ჩაცმულობით. წელს ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდნენ დახვეწილი კოსტიუმებით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ მათ სტილს. თითოეული იმიჯი საგულდაგულოდ იყო მოფიქრებული და ცნობილი ადამიანის ინდივიდუალურობას ხაზს უსვამდა. ვნახოთ, ღონისძიების მონაწილეები, რომლებმაც წელს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ჰაიდი კლუმი მოდელი წითელ ხალიჩაზე Sophie Couture–ის კაბით გამოჩნდა. სელენა გომესი მომღიმარ სელენას შეკვეთით დამზადებული Giorgio Armani Prive–ის კაბა ეცვა.დუა ლიპა მომღერალი დუა ლიპა გამოჩნდა Schiaparelli–ის მინიმალისტური კაბით კაშკაშა აქცენტებით.ჯენიფერ ლოპესი ლოპესმა ჰაეროვანი იმიჯით გაგვაოცა. წელს ოქროს გლობუსის ცერემონიალზე Nicole Felicia Couture-ის კაბა და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ჩაიცვა.ბილი აილიში ბილი აილიშის ჩაცმულობაზე კი დიზაინერმა ვილი ჩავარიამ იზრუნა.ტეილორ სვიფტი მომღერალმა, რომელიც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გახდა ჟურნალ Time-ის წლის ადამიანი, Gucci-ს კაბა აირჩია.როზამუნდ პაიკი მსახიობი მოდის სახლის Dior-ის სამოსში გამოჩნდა.მარგო რობი ფილმის "ბარბი" ვარსკვლავი ცერემონიაზე Giorgio Armani–ის ცეცხლოვანი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა.პედრო პასკალი "უკანასკნელი ჩვენგანის" ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა შავი შარვლით, Bottega Veneta–ს პერანგით და ხელზე სახვევით. მსახიობის თქმით, ცოტა ხნის წინ დაეცა და ხელი მოიტეხა.კერენ გილანი მსახიობმა მოირგო Iris van Herpen–ის უჩვეულო ჩაცმულობა და Suzanne Kalan–ის სამკაულები.ჯანელ ჯეიმზი ამ ღონისძიებისთვის მსახიობმა შეარჩია Monsoori-ის კაბა და Flor de Maria–ს ფეხსაცმელი.ნატაშა ლიონი ნატაშამ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ცერემონიაზე გამოჩნდა თავისი არაჩვეულებრივი კაბით Schiaparelli-სგან.ჯულია გარნერი დაჯილდოებისთვის მსახიობმა Gucci-ს სანახაობრივი კაბა აირჩია.დავაინ ჯოი რენდოლფი მსახიობი გამოჩნდა Rodarte-ს კაშკაშა კაბით და Reza–ს და Effy–ის სამკაულებით.ლენი კრავიცი მომღერალი Alexander McQueen-ის თავშეკავებული, მაგრამ უჩვეულო სმოკინგ–კომბინეზონში გამოჩნდა.ოპრა უინფრი ცნობილი ტელეწამყვანი დაჯილდოებაზე Louis Vuitton-ის ექსკლუზიურ სამოსში მივიდა.კეიტ ბეკინსეილი მსახიობი Atelier Zuhra-ს ბრენდის ნახევრად გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა.ასევე დაგაინტერესებთ: 1. 19 კინოგმირი, რომლებიც საახალწლო სამოსში უფრო კაშკაშებდნენ, ვიდრე ფეიერვერკი 2. 15 შემთხვევა, როცა ვარსკვლავების ჩაცმულობა ოპტიკური ილუზიით თვალების სრესვას გვაიძულებს 3. საცვლების და სირცხვილის გარეშე: რატომ არ იცვამენ გლამურული ლამაზმანები საცვლებს კაბების ქვეშ 4. 20 ელეგანტური კაბა წითელი ხალიჩიდან, რომლებსაც გინდა საათობით უყურო 5. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავური კაბები, რომლებიც უკნიდან დიდებულად გამოიყურება უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 256 შეფასება არ არის |