x
image
Yoona
Mediator image
ოქროს გლობუსი 2024: ვარსკვლავების 17 ყველაზე გასაოცარი იმიჯი წითელი ხალიჩიდან
7 იანვარს ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის რიგით 81–ე დაჯილდოება გაიმართა. ეს არის პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო. დაჯილდოება მნიშვნელოვანი ეტაპია "ოსკარამდე", რომელიც აქცენტს აკეთებს კინოში მიმდინარე ტენდენციებსა და ინოვაციებზე.



image



2024 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებამ ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ ბრწყინვალე კინემატოგრაფიული მიღწევებით, არამედ ცერემონიაზე მისული ცნობილი ადამიანების თვალწარმტაცი ჩაცმულობით. წელს ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდნენ დახვეწილი კოსტიუმებით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ მათ სტილს. თითოეული იმიჯი საგულდაგულოდ იყო მოფიქრებული და ცნობილი ადამიანის ინდივიდუალურობას ხაზს უსვამდა.



ვნახოთ, ღონისძიების მონაწილეები, რომლებმაც წელს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.



ჰაიდი კლუმი


image

მოდელი წითელ ხალიჩაზე Sophie Couture–ის კაბით გამოჩნდა.



სელენა გომესი

image

მომღიმარ სელენას შეკვეთით დამზადებული Giorgio Armani Prive–ის კაბა ეცვა.



დუა ლიპა

image

მომღერალი დუა ლიპა გამოჩნდა Schiaparelli–ის მინიმალისტური კაბით კაშკაშა აქცენტებით.



ჯენიფერ ლოპესი

image

ლოპესმა ჰაეროვანი იმიჯით გაგვაოცა. წელს ოქროს გლობუსის ცერემონიალზე Nicole Felicia Couture-ის კაბა და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ჩაიცვა.



ბილი აილიში

image

ბილი აილიშის ჩაცმულობაზე კი დიზაინერმა ვილი ჩავარიამ იზრუნა.



ტეილორ სვიფტი

image

მომღერალმა, რომელიც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გახდა ჟურნალ Time-ის წლის ადამიანი, Gucci-ს კაბა აირჩია.



როზამუნდ პაიკი

image

მსახიობი მოდის სახლის Dior-ის სამოსში გამოჩნდა.



მარგო რობი

image

ფილმის "ბარბი" ვარსკვლავი ცერემონიაზე Giorgio Armani–ის ცეცხლოვანი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა.



პედრო პასკალი

image

"უკანასკნელი ჩვენგანის" ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა შავი შარვლით, Bottega Veneta–ს პერანგით და ხელზე სახვევით. მსახიობის თქმით, ცოტა ხნის წინ დაეცა და ხელი მოიტეხა.



კერენ გილანი

image

მსახიობმა მოირგო Iris van Herpen–ის უჩვეულო ჩაცმულობა და Suzanne Kalan–ის სამკაულები.



ჯანელ ჯეიმზი

image

ამ ღონისძიებისთვის მსახიობმა შეარჩია Monsoori-ის კაბა და Flor de Maria–ს ფეხსაცმელი.



ნატაშა ლიონი

image

ნატაშამ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ცერემონიაზე გამოჩნდა თავისი არაჩვეულებრივი კაბით Schiaparelli-სგან.



ჯულია გარნერი

image

დაჯილდოებისთვის მსახიობმა Gucci-ს სანახაობრივი კაბა აირჩია.



დავაინ ჯოი რენდოლფი

image

მსახიობი გამოჩნდა Rodarte-ს კაშკაშა კაბით და Reza–ს და Effy–ის სამკაულებით.



ლენი კრავიცი

image

მომღერალი Alexander McQueen-ის თავშეკავებული, მაგრამ უჩვეულო სმოკინგ–კომბინეზონში გამოჩნდა.



ოპრა უინფრი

image

ცნობილი ტელეწამყვანი დაჯილდოებაზე Louis Vuitton-ის ექსკლუზიურ სამოსში მივიდა.



კეიტ ბეკინსეილი

image

მსახიობი Atelier Zuhra-ს ბრენდის ნახევრად გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 19 კინოგმირი, რომლებიც საახალწლო სამოსში უფრო კაშკაშებდნენ, ვიდრე ფეიერვერკი

2. 15 შემთხვევა, როცა ვარსკვლავების ჩაცმულობა ოპტიკური ილუზიით თვალების სრესვას გვაიძულებს

3. საცვლების და სირცხვილის გარეშე: რატომ არ იცვამენ გლამურული ლამაზმანები საცვლებს კაბების ქვეშ

4. 20 ელეგანტური კაბა წითელი ხალიჩიდან, რომლებსაც გინდა საათობით უყურო

5. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავური კაბები, რომლებიც უკნიდან დიდებულად გამოიყურება

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
256