x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება ლედი გაგას და სხვების ვიდეოკლიპებში (ვიდეო)
image


დღეს 9 იანვარს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა სომხური წარმოშობის ქართველ და საბჭოთა კონორეჟისორს სერგო ფარაჯანოვს.


დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.


ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.




ფარაჯანოვის ძეგლი თბილისში


ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.


ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.

image


ფარაჯანოვის გავლენით წლებია, იღებენ ფილმებს, რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეორგოლებს, წერენ სიმღერებს, კერავენ ტანსაცმლის კოლექციას. მაგალითად მადონა და მისი ერთ-ერთი ყველაზე ძცირადღირებული მუსიკალური ვიდეოკლიპი – Bedtime Story, შემდეგ კი ლედი გაგას და კიდევ სხვა შემსრულებლის ვიდეოკლიპები და ფილმები.

0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0