x
მეტი
  • 31.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
მართლა დაიმდაბლა თავი სტალინმა და მართლა სტუმრობდა ნეტარ მატრიონას?
image

დიდი აჟიოტაჟი ატყდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელებული კადრების გამო, სადაც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­არში წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე სტა­ლი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ჩანს. ამ ხატის გარშემო მალევე განმარტება გააკეთა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­მა:



"სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, არის წმინ­და მატ­რო­ნას, დედა მატ­რო­ნას დიდი ხატი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მე შევ­წი­რე. ამ ხატ­ზე არის გა­მო­სა­ხუ­ლი დედა მატ­რო­ნას ცხოვ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი - ერთ-ერთი ფრაგ­მენ­ტი, ეს არის ფრაგ­მენ­ტი რო­დე­საც იო­სებ სტა­ლი­ნი მი­ვი­და დედა მატ­რო­ნას­თან. ეს ფაქ­ტი აღ­წე­რი­ლი არის მატ­რო­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფის მიერ, რო­მე­ლიც თვითმხილ­ვე­ლი იყო ამ მოვ­ლე­ნის. რო­დე­საც ფა­შიზ­მი მძლავ­რობ­და და ფრონტზე იყო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა, იო­სებ სტა­ლი­ნი, რო­მე­ლიც ებ­რძო­და ეკ­ლე­სი­ას, დევ­ნი­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას, თავი და­იმ­დაბ­ლა და მი­ვი­და დედა მატ­რო­ნასტთნ და და­ინ­ტე­რეს­და ბრძო­ლის ბე­დით, ომის ბე­დით.



მატ­რო­ნამ უთხრა, რომ ფა­შიზ­მი და­მარ­ცხდე­ბა და მის­ცა რჩე­ვა, ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­ე­ტა­ნა. ეს ფაქ­ტი აღ­წე­რი­ლი არის მატ­რო­ნას ბი­ოგ­რა­ფი­ის დო­კუ­მენ­ტებ­ში.


ხატი გა­ი­ტა­ნეს, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა იბ­რძო­ლა და გა­ი­მარ­ჯვა. მერე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მო­ი­გო. ძი­რი­თა­დი ქვე­ყა­ნა რო­მელ­მაც გა­ი­მარ­ჯვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. სხვა­თა შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის წვლი­ლი აქ იყო უზარ­მა­ზა­რი. 10% ჩვე­ნი მა­მა­კა­ცე­ბი­სა და­ი­ღუ­პა ამ ომში. ასე რომ, ეს ომი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაც არის.


ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მატ­რო­ნას ხატ­ზე, გვიჩ­ვე­ნებს უბ­რა­ლო რა­ღა­ცას, სტა­ლი­ნი, რო­მელ­საც ღმერ­თის არ სწამ­და, ღმერ­თს ებ­რძო­და, როცა გა­უ­ჭირ­და, თავი და­იმ­დაბ­ლა, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი სა­ხით თავი და­იმ­დაბ­ლა და მი­ვი­და მატ­რო­ნას­თან. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად ღმერ­თთან მი­ვი­და. აი, ამას ასა­ხავს და სხვა არა­ფერს და ვინ­მე ჭიღ­ლა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვის თავს დე­კა­ნოზს ეძა­ხის და ყოვ­ლად უზ­ნეო და გახ­რწნი­ლი კა­ცია, ვინ­მე ჭიღ­ლა­ძის და­წე­რილ ტექ­სტებ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­სტე­ბის აგე­ბა. მასე დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ხატ­ზე, და­მარ­ცხე­ბუ­ლი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე, ახლა რა ვქნათ, წმინ­და გი­ორ­გი ხა­ტე­ბიც მოვხსნათ?! ფრეს­კა არის მო­წა­მე­თას მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც მწა­მე­ბე­ლი ხა­სი­მი ბრძან­დე­ბა ტახ­ტზე და და­ვით და კონ­სტან­ტი­ნეს აწა­მებს. რა ვქნათ, წავ­შა­ლოთ ის ფრეს­კა?


100 000 მო­წა­მის ხა­ტია, სა­დაც ჯა­ლა­თე­ბი ხმლე­ბით დგა­ნან დი­დე­ბუ­ლად წარ­მო­ჩე­ნი­ლე­ბი და ჩვენს წმინ­და მო­წა­მე­ებს თა­ვებს კვე­თენ, რა ვქნათ, ეს ხა­ტე­ბი დავ­წვათ?


ხატ­ზე გა­მო­ხატ­ვა სტა­ლი­ნის, არც და­ნა­შა­უ­ლია და არც ნე­გა­ტი­ურ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ატა­რებს. ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ის არის, რომ ეს ფაქ­ტი ნამ­დვი­ლად იყო, მე­ო­რე - და­იმ­დაბ­ლა იმ ურ­წმუ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ღმერ­თის წი­ნა­შე თავი, მი­ვი­და მატ­რო­ნას­თან რჩე­ვის­თვის. აი ამას გა­მო­ხა­ტავს და ყვე­ლა­ფე­რი სხვა და­ნარ­ჩე­ნი არის სპე­კუ­ლა­ცია. - აცხა­დებს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუკ­ში" გავ­რცელ­და.



სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ სტალინი ნამდვილად სტუმრობდა წმინდა მატრონას? ბელადზე ბევრი მითებია შექმნილი, რომელიც არ დასტურდება და არც ეს გახლავთ გამონაკლისი; რუსული ვიკიპედიის ცნობით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ სტალინმა მართლაც მოინახულა 1941 წელს ბრმა მატრიონა.


"....ზოგიერთი ინფორმაცია ასევე სანდო არ აღმოჩნდა, მათ შორის მატრონას შეხვედრის ამბავი სტალინთან 1941 წლის შემოდგომაზე. კერძოდ, მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგა. იგივე იყო წმინდანთა კანონიზაციის სინოდალური კომისიის დასკვნა. იერომონახმა იობმა (გუმეროვი), რომელიც ამზადებდა მასალებს 1997 წელს მატრონა ნიკონოვას კანონიზაციისთვის, შემდგომში განაცხადაა: ”არაფერი არსებობს, რაც დაადასტურებდა სტალინის ვიზიტს მასთან.


ამბავი მატრონას სტალინთან შეხვედრის შესახებ საერო მკვლევარების მიერაც არასანდოდ არის მიჩნეულია."


ორიგინალი:

из-за ряда высказываний, приписанных Матроне. Помимо того, были признаны недостоверными и некоторые другие сведения, в том числе рассказ о встрече Матроны со Сталиным осенью 1941 года[43][44]. В частности, историки Московской духовной академии пришли к выводу, что такой встречи не было. Таким же был вывод и Синодальной комиссии по канонизации святых. Иеромонах Иов (Гумеров), занимавшийся в 1997 году подготовкой материалов к канонизации Матроны Никоновой, впоследствии заявил: «Нет ничего, что могло бы подтвердить приезд к ней Сталина»[46].

Рассказ о встрече Матроны со Сталиным считают недостоверным и светские исследователи


2
186
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
186
  
8 იანვარი, 15:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

8 იანვარი, 15:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2