საქართველო
"დასცინის მთელი ბაბლი (სამართლიანად)........"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
8 იანვარი, 13:18
"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, სადაც წერს რომ მას "ვულგარული პოპულიზმის გამო" მთელი ბაბლი სრულიად სამართლიანად დასცინის. ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"სოფო ჯაფარიძეს დასცინის მთელი ბაბლი (სამართლიანად) ვულგარული პოპულიზმის გამო.
სოფო ჯაფარიძე მხოლოდ გვერდითი მოვლენაა.
ამ უგემოვნო, მოპარპაშე უსუსურობის მიზეზი სააკაშვილია რომელიც რეაქციასთან დაპირისპირებაში განადგურდა როგორც პოლიტიკურად, ისე პიროვნულად.
სანამ ეს გადაგვარებული არ ჩაირეცხება, მანამდე ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცლება და ხაბეების და სოფოების სარბიელი იქნება.
ქოცის კარიკატურა ქოცის ალტერნატივას ვერ შექმნის - მხოლოდ დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში."- წერს "ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი და აწ უკვე "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.