x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ (IV ნაწილი)

თითოეულ ჩვენგანს უყვარს რაიმე ახლის, უჩვეულოს და მოულოდნელის გაგება. რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო რთულია ჩვენი გაოცება. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში, ისე ხდება, რომ ის, რაც სიმართლესავით ჟღერს, ბოლოს ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე. აქ კი, პირიქით, ისეთ ფაქტებს გაცნობთ, რომლებიც ტყუილს უფრო ჰგავს, მაგრამ სრული სიმართლეა.


სიმინდი ველურ ბუნებაში არასდროს ყოფილა. ის 10 ათასი წლის წინ, ამჟამინდელი მექსიკის ტერიტორიაზე გაჩნდა და ადგილობრივი ინდიელებისთვის, მთავარი საკვები პროდუქტი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ბატიბუტის სიმინდიც არსებობდა. ქრისტეფორე კოლუმბმა სიმინდი ევროპაში ჩამოიტანა და სხვა მკვლევარების და ვაჭრების წყალობით, ის მთელს მსოფლიოში, მალევე გავრცელდა.
image



მეცნიერები თვლიან, რომ ბაბილონის გოდოლი მითი არ არის. რა მიზნით აშენდა ეს ნაგებობები, ჯერ–ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს გიგანტური კიბეებიანი საყრდენი ტაძრის საფუძველს წარმოადგენდა.

შუამდინარეთში ზიქურათების (მრავალსაფეხურიანი საკულტო დანიშნულების შენობა) მშენებლობა იშვიათობას არ წარმოადგენდა. ყველაზე მაღალი კი, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, ეტემენანკი იყო, – «სახლი, სადაც ცა დედამიწას ხვდება». ლეგენდის თანახმად, მისმა სიმაღლე 91 მ-ს აღწევდა.

image



გასული საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს, ავსტრალიის კონტინენტზე ძალიან გამრავლდნენ სირაქლემები, რომლებიც ფერმერების მეურნეობებს თავს ესხმოდნენ და ზარალს აყენებდნენ. იმ დროს, ავსტრალიის არმიამ ახალი თაობის ტყვიამფრქვევები მიიღო და მთავრობის გადაწყვეტილებით, სირაქლემებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება არმიას დაევალა. მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ ჭკვიანი ფრინველები სამხედროებთან ის ახლოს არ მიდიოდნენ, რომ ტყვია მოხვედროდათ. ხოლო, როდესაც ტყვიამფრქვევი სამხედრო მანქანაზე დადეს და ფრინველებს გამოუდგნენ, აღმოჩნდა რომ, სირაქლემები უფრო სწრაფად დარბოდნენ, ვიდრე მანქანა მოძრაობდა. საომარი დაპირისპირების დროს, მხოლოდ 20 სირაქლემა დაიღუპა... ომის შედეგი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და არმიის მარცხი აღიარეს.

მოგვიანებით, მთავრობამ თითოეული სირაქლემას მოკვლისთვის, ჯილდო დააწესა.

image



ადამიანის ორგანიზმი რძეს სპეციალური ფერმენტის — ლაქტოზის წყალობით ითვისებს. თავდაპირველად, ის მხოლოდ ჩვილების სხეულში გამომუშავდებოდა. თუმცა ზოგიერთ ადამიანს წარსულში «დეფექტი» ჰქონდა, რომლის გამო, ფერმენტის გამომუშავება ნაწლავებში, მთელი ცხოვრების მანძილზე ხდებოდა. თანდათან, ეს გენი ევროპაში გავრცელდა. ხოლო, ჩინელებს, ინდიელებს, ავსტრალიის და აფრიკის აბორიგენ მოსახლეობას ეს გენი არ გააჩნია და ისინი რძეს ვერ სვამენ.image



ედინბურგის (შოტლანდია) ზოოპარკის ბინადარი სამეფო პინგვინი, მეტსახელად ნილს ოლავი, ნორვეგიის არმიის თილისმა და გვარდიის საპატიო წევრი, ჯერ კიდევ, 1972 წ. გახდა (პინგვინი მათ იშვილეს და მასზე ზრუნავენ). როდესაც პინგვინი მოკვდა, ის სხვა თილისმა–პინგვინით შეცვალეს, სახელი კი იგივე დაუტოვეს. 2005 წელს ახალმა თილისმამ საპატიო პოლკოვნიკის წოდება მიიღო. ხოლო, 2008 წ. უკვე ნილს ოლავ III რაინდის წოდება უბოძეს.
image



ჩინური ენის გახსენებისას, ყოველთვის იეროგლიფები გვახსენდება. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ჩინეთის მოსახლეობა, თითქმის, 300 ენაზე საუბრობს. ქვეყნის ოფიციალური ენა კი — მანდარინია. გარდა ამისა, წერისას, ყველა იეროგლიფებს არ იყენებს. მაგ., ტიბეტური ანბანში 30 ასო–ბგერაა. ხოლო, სტილისტიკურად, მათ 2 სახის ანბანი აქვთ: თევზის და ხოჭოს სტილის.image



თავისუფლების ქანდაკება სპილენძის არის (უფრო სწორედ, სპილენძის ფირფიტებით არის დაფარული). მაგრამ, წვიმის, ქარის და ზღვის წყლის შხეფებმა, მისი დაჟანგვა გამოიწვია. ქანდაკება ჯერ ღია ყავისფერი გახდა, ხოლო შემდეგ, – მოლურჯო-მწვანე ფერი მიიღო. ოქსიდების აპკი ქანდაკებას აღარ მოაცილეს, რადგან ის ამერიკის სიმბოლოს შემდგომი დაჟანგვისგან იცავს.image


გაგრძელება >>>

image

სხვა სიახლეები:


* "მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ

* ცნობილი ადამიანები, უცხოპლანეტური გარეგნობით

* ჩვენი დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმები

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0