x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138980
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
რას აქცევენ ყურადღებას პირველი შეხვედრისას?
image


როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს პირველად ხვდება, ორივე ცდილობს ერთმანეთის სწრაფად შეფასებას. არსებობს სტერეოტიპები, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენის შექმნა ადამიანის შესახებ. და აი, რას უნდა მივაქციოთ I რიგში ყურადღება:


1. ტანსაცმლის ფერს


image


ყოველ ჩვენგანს, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ფერების მიმართ. ტანსაცმლის შერჩევა, ფერის მიხედვით, უბრალოდ არ ხდება. ფერი ადამიანის შინაგანი არსის, მისი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია...

ცისფერი: ადამიანები, რომლებიც ხშირად ატარებენ ღია ლურჯ ან ცისფერ სამოსს, კრეატიულები, მგრძნობიარენი და წარმოსახვის უნარით დაჯილდოებულნი არიან.

ლურჯი: ისინი, ვინც, უპირატესობას ლურჯს და მუქ-ლურჯ ანიჭებენ, არიან დამოუკიდებლები, საკუთარ თავში დარწმუნებულნი და ჭკვიანები. ამასთან, მათში ძლიერ არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.
ყვითელი: ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარულები, ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან. მათ შორის, ნაკლებია შემსრულებელი და ბევრია ლიდერი.

ნარინჯისფერი: ვისაც ხშირად აცვია ნარინჯისფერი, ყოველთვის მოქმედებაში არიან. ნებისმიერ სფეროში, ცდილობენ სრულყოფილებას მიაღწიონ და კომპეტენტურნი გახდნენ საკუთარ საქმიანობაში. არიან მიზანდასახულები და კარგი ორგანიზატორები. არასოდეს უშინდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

წითელი: ამ ფერის სამოსი, ამბიციურ ადამიანებს უყვართ. ასეთი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან იმპულსურები და ადვილად აღგზნებადები და ამავდროულად, გულადები არიან. მათ ხასიათში ყველაფერია იმისთვისაა, რომ ახალ წამოწყებაში, ლიდერები და წინამძღოლები იყვნენ.

მწვანე: ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარულები, ძალიან ფრთხილები არიან. ისინი უფრო მეტად, სიტუაციას აკვირდებიან და ნაკლებად მოქმედებენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ძალიან ჰუმანურები არიან და გაჭირვებაში ჩავარდნილების დახმარების საქმეში, პირველობას არავის უთმობენ.
იისფერი: ეს ფერი, გულმოწყალე, მგრძნობიარე და კარგად განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანებს უყვართ.
შავი: ამ ფერის სამოსს, მგძნობიარე და ხელოვნებაში გათვითცნობიერებული პიროვნებები ირჩევენ. მათ ნებისმიერ სიტუაციაში, შეუძლიათ საკუთარი თავის გაკონტროლება და ყოველთვის ცდილობენ, სხვების ყურადღების მიღმა დარჩენას.
თეთრი: დასაწყისს ნიშნავს. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებენ, ლოგიკურად მოაზროვნენი და სამართლიანობის გრძნობით დაჯილდოებულები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ მომრიგებლის როლი ითამაშონ, ორ დაპირისპირებულ სუბიექტს შორის და სიმშვიდე დაამყარონ.


2. ფეხსაცმელი



image


ფსიქოლოგების აზრით, ბევრი ადამიანზე, მისი ფეხსაცმლის მიხედვით მსჯელობს. ფეხსაცმლის შეფასებისას, მხედველობაში მიიღება შემდეგი პარამეტრები: ფასი, ფერი, სტილი და მდგომარეობა.

კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერი ო. გილატი დარწმუნებულია, რომ ფეხსაცმლის მიხედვით, ადამიანის დახასიათება 9 ნიშნით შეიძლება: შემოსავლის, პოლიტიკური კუთვნილების, ასაკი და ა. შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის ჩაცმულობაზე დაკვირვებით, შესაძლებელია, მისი ბუნების და ხასიათის დეტალური ანალიზის ჩატარება.


3. თვალებიimage


თვალები – სულის სარკეა. მათ ბევრი რამის მოთხრობა შეუძლიათ: რას ფიქრობთ, რას გრძნობთ, როდის იტყუებით, როდის ამბობთ სიმართლეს. თუ ადამიანს სხვისთვის თვალებში შეხედვის ეშინია, შეიძლება ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, უნებისყოფო ადამიანის იარლიყი "მიაწებონ". თუმცა, არც დიდი ხნით, თვალებში ყურება არის კარგი. ამ შემთხვევაში, ადამიანი გამაღიზიანებელი ხდება და მასთან ურთიერთობის გაგრძელება არავის უნდა. მოკლედ, ყველაფერში, ზომიერება არის საჭირო.


4. პუნქტუალობა


image


დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ დანიშნულ შეხვედრაზე (საქმიანზე, თუ მეგობართან) რამდენად დროულად მიდის ადამიანი. დაგვიანების შემთხვევაში, მასზე ნეგატიური წარმოდგენა ექმნებათ. ძალიან ადრე მისვლის შემთხვევა კი, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი ნერვიულობს. იმ შემთხვევაში, თუ ის თავის დროზე მიდის დანიშნულების ადგილზე, ეს მის ორგანიზებულობაზე და მიზანდასახულობაზე მეტყველებს.


5. ხელის ჩამორთმევა


image


ძლიერი ხელის ჩამორთმევა – საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი ადამიანები ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან, არიან კომუნიკაბელურები, ხალისიანები და მხიარულები.

სუსტი ჩამორთმევა კი, უფრო სუსტი ნებისყოფის, დეპრესიული, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერად ხელის ჩამორთმევა, ზოგიერთ სიტუაციაში, მიუღებელი არის.


image

სხვა სიახლეები:


* ინდოეთის მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და უცხოპლანეტელები ვიზიტი 6 000 წლის წინ

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ (II ნაწილი)

* საოცარი ფაქტები კატების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0