x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მკვლელობა უახლესი ამერიკის ისტორიაში - (+16)კრიმინალური არქივიდან
image

თუ თქვენ ებრძვით დეპრესიას, გაქვთ პოსტრავმული სტრესი, ან უბრალოდ გულჩვილი ხართ, გირჩევთ ეს სტატია არ წაიკითხოთ. მე გაგაფრთხილეთ!



იდგა 2007 წლის 6 იანვარი, ნოქსვილელმა 21 წლის შენონ კრისტიანმა და 23 წლის კრისტოფერ ნიუსომმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს ურთიერთობა.




იმ საღამოს, წყვილმა ივახშმა ადგილობრივ რესტორანში, ამის შემდეგ ისინი აპირებდნენ მეგობრის ბინაში წასვლას, რათა ფილმისთვის ეყურებინათ, შემდეგ კი, ღამით სხვა მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წასულიყვნენ.


image

რაც მათ არ იცოდნენ და არც ეცოდნებოდათ, იყო ის, რომ სულ მალე წყვილის და რამდენიმე გავეშებული ადამიანის გზები გადაიკვეთებოდა, რომლებიც ეძებდნენ მიზეზს, რათა თავისი რისხვა უდანაშაულო ადამიანებზე გადმოენთხიათ.


უსაქმურთა ბანდა



ლემარიკუს დევიდსონის ცხოვრება კარგად არ მიდიოდა. მას ერთი ცენტიც არ უჭყაოდა ანგარიშზე და საკუთარი სატრანსპორტო საშუალებაც არ ჰქონდა. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო ქუჩაში ნარკოტიკებით ვაჭრობა. 2006 წლის დასაწყისში ის პირობითი მსჯავრდებული იყო მანქანის ქურდობისთვის და ასევე ძარცვაში ეჭმიტანილი.

image

ფოტოზე:ლემარიკუს დევიდსონი




მისი ძმა, ლეტალვის კობინსი ნოქსვილში ახალი წლის აღსანიშნავად ჩავიდა. დევიდსონის პატიმრობის გამო ორივეს დიდი ხანია არ უნახავთ ერთმანეთი. კენტუკიდან ჩამოსულმა თან თავისი შეყვარებული ვანესა კოულმენი და მეგობარი ჯორჯ ტომასი გამოიყოლა.






სამივე უმუშევარი, უფულო და უმანქანოდ იყო. კობინსი და ტომასი უსახლკარონი იყვნენ. კოულმენს შეეძლო საკუთარი ოჯახისთვის დახმარება ეთხოვა, მაგრამ არ ქნა. კობინსი მალე დაიღალა, ხოლო დევიდსონი სულ უფრო და უფრო ბრაზდებოდა იმის გამო, რომ მუქთახორა ძმამ, კიდევ ამდენი მუქთახორა სტუმარი ჩამოუყვანა.




დევიდსონმა გადაწყვიტა თავისი ბრაზი ჯერ შეყვარებულთან დაფნე სატონზე გადაენთხია. მან ქალს სცემა, რის შემდეგაც 5 იანვარს დაფნემ იგი მიატოვა. ამან ის კიდევ უფრო გააბრაზა.


როდესაც 6 იანვარი დადგა, დევიდსონმა დილიდანვე დაგეგმა დანაშაულებრივი გზით ფინანსური და სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრა. მას არ აღელვებდა ის, რომ შესაძლოა ისევ ციხეში ჩაეყუდებინათ.თანაზრახველებიც, ძმა და მეგობარი ერიკ ბოიდიც გვერდში ამოიყენა.



საბედისწერო შეხვედრა



შენონმა და კრისმა დატოვეს თავიანთი მეგობრის ბინა ჩრდილოეთ ნოქსვილში ვაშინგტონ პაიკის მახლობლად და კრისტიანის Toyota 4 Runner-ში ჩასხდნენ, ისინი თავიანთი მეგობრის დაბადების დღეზე აპირებდნენ წასვლას.

image


შენონი მძღოლის სავარძელში ჩაჯდა, კრისი კი მანქანის ღია კართან იდგა და კოცნიდა მას, როცა უცებ აღმოჩინა, რომ პისტოლეტის ლულას იყო მისკენ მიშვერილი.



ბოიდმა და დევიდსონმა სწრაფად აიღეს კონტროლი 4Runner-ზე. კობინსი ბოიდის დაქირავებულ მანქანაში გადაჯდა.



ბოიდმა და დევიდსონმა შეშინებული და გაოგნებული წყვილი ჩიპმენის ქუჩაზე მდებარე დევიდსონის სახლამდე მიიყვანეს, კობინსი მათ უკან მიჰყვებიდა.




როდესაც კრისი იმ ღამეს სახლში არ დაბრუნდა, მისი მშობლები, მერი და ჰიუ ნიუსომები ამის გამო არ წუხდნენ. 23 წლის ასაკში კრისი როცა უნდა მიდიოდა და ბრუნდებოდა სახლში.თუ ის სახლში არ მოდიოდა, ე.ი ის ღამე მეგობართან რჩებოდა.

image

ფოტოზე: კრისის მშობლები



რაც შეეხება შენონს, გოგონა ყოველთვის რეკავდა სახლში, რომ ეთქვა მშობლებისთვის, თუ სად მიდიოოდა და როდის დაბრუნდებოდა. როდესაც მან ეს არ გააკეთა 6 იანვრის ღამეს, გარი და დინა კრისტიანი მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და პანიკაში ჩავარდნენ.



ნიუსომებიც პანიკაში ჩავარდნენ, როდესაც დინამ დაურეკა მათ და უთხრა, რომ მათი ქალიშვილებს გუშინდელი ღამის შემდეგ არ უნახავთ და არ არაფერი გაუგიათ.დინამ უთხრა ნიუსომებს, რომ პოლიციაში განცხადების შეტანას გეგმავდა.



საშინელი აღმოჩენა



7 იანვარს, ქსავიერ ჯენკინსმა, Waste Connections-ის თანამშრომელმა, სავალალო აღმოჩენა გააკეთა .ეს იყო ახალგაზრდა მამაკაცის დანახშირებული გვამი, მიგდებული მატარებლის ლიანდაგთან მე-9 და ჩერის ქუჩებს შორის.ეს იყო კრისტოფერ ნიუსომი .

image


ამ ამბავმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. სასოწარკვეთილი შენონის მშობლები იმედოვნებდნენ, რომ მათი პატარა გოგონა სადღაც იქ იყო, ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ ამის ალბათობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.




8 იანვარს მისმა ოჯახმა შენონის მანქანა Toyota 4 Runner გლაიდერების გამზირზე იპოვა. მანქანის ჩხრეკისას ლემარიკუს დევიდსონის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს, რის გამოც გამომძიებლებმა ჩიპმენის ქუჩაზე მის ნაქირავებ სახლში მიადგნენ. სამწუხაროდ, სწორედ დევიდსონის სახლში აღმოაჩინეს გოგონას გვამი. 9 იანვარს მისი ნაცემ-ნაწამები ცხედარი ნაგვის ურნაში იპოვეს.

image


სიკვდილი საშინელი წამებით




სიკვდილიცაა და სიკვდილიც... თავში ნასროლი ტყვია შენონ კრისტიანისა და კრისტოფერ ნიუსომისთვის ნამდვილი ნეტარება იქნებოდა. ორივემ გაიარა საშინელებისა და ტანჯვის საათები, სანამ სულს დალევდნენ.



როდესაც კრისტოფერის ცხედარი მატარებლის ლიანდაგთან იპოვეს, მას პირში წინდა ჰქონდა გაჩრილი. ტერფები ქამრით ჰქონდა შეკრული, ხელები კი ზურგს უკან შეკრული. სახე ბენდანათი ჰქონდა შეხვეული, თავი კი თასმებით შემოხვეული კაპიშონით ჰქონდა დაფარული. სიცოცხლის ბოლო საათებში კრისტოფერი რაღაც საგნით გააუპატიურეს და აიძულეს მატარებლის ლიანდაგზე ფეხშიშველი ევლო.


კისერსა და ზურგში სროლის შემდეგ, პარალიზებული რკინიგზის ლიანდაგებზე დაეცა, ამის შემდეგ 22 კალიბრის პისტოლეტით თავში ესროლეს. შემდეგ კრისის ცხედარი საბანში გაახვიეს, ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.



შენონის განსაცდელი კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა.დევიდსონმა იგი თავის სახლში მიიყვანა ჩიპმენის ქუჩაზე, მიაბა, სადაც იგი არაერთხელ გააუპატიურეს ყველნაირად, რაც შესაძლებელია.გოგონას სასქესო ორგანოს მიდამოში სერიოზული ჭრილობები აღმოაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცამ საშოში ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც იატაკზე სისხლის უზარმაზარი გუბე დაგროვდა.


მოგვიანებით კობინსმა სასამართლოში დაადასტურა, რომ დაჰპირდა შენონს, რომ ორალური სექსის შემთხვევაში გაათავისუფლებდა.სასამართლო მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ გოგონა გააუპატიურეს ისეთი ძალით, რომ პირის გარსი გაუხიეს.



ამის შემდეგ შენონს ორჯერ დაარტყეს თავის არეში და შეათრიეს მისაღებში, სადაც მათეთრებელი ჩაასხეს პირში, რათა დნმ-ს კვალი წაშლილიყო.


დევიდსონმა კისერი მოტეხა გოგონას, ამასობაში თან თეთრეული ზოლებად დაგლიჯეს და შენონი შეკრეს, შემდეგ მისი სხეული შავ ნაგვის დიდ ცელოფანში გაახვიეს, თავზე თეთრი ცელოფანი ჩამოაცვეს და სამზარეულოში სანაგვე ურნაში ჩასვეს და დატოვეს, რომ ნელი სიკვდილით გარდაცვლილიყო.



დაკავება და სასამართლო



11 იანვარს კობინსი, ტომასი და დევიდსონი დააკავეს, ხოლო მეორე დღეს ბოიდი.



სასამართლო პროცესები 2008 წლიდან დაიწყო და საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, თავის აპელაციებით და განმეორებითი განაჩენებით.



მათ სულ 46 ბრალი წაუყენეს, მათ შორის მკვლელობა, პირველი ხარისხის მკვლელობა, ძარცვა დამამძიმებელ გარემოებაში, გატაცება, გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებაში, მკვლელობა და ქურდობა. ერიკ ბოიდს აქედან არც ერთ ბრალდება არ წაუყენეს. მხოლოდ მანქანის ქურდობა.

image

კობინსს, დევიდსონს, კოულმანს და ტომასს თავიდან უმაღლესი სასჯელი-სიკვდილი მიუსაჯეს, საბოლოოდ, ბოიდსაც ბრალი წაუყენეს, მაგრამ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ. ის გაასამართლეს იმისთვის, რომ თავად მიმალული იყო და დევიდსონსაც დაეხმარა მიმალავაში .




საბოლოოდ ლემარიკუს დევიდსონს სიკვდილით დასჯა, ლეტალვის კობინსს და ჯორჯ ტომასს სამუდამო პატიმრობა, ხოლო ვანესა კოულმენს 53 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


image

სერიები "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ ამ ბმულზე

0
379
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0