x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში ფოსტალიონს პენსიონერისთვის წლების განმავლობაში ყალბი ფული მიჰქონდა
image

84 წლის მოსკოველ პენსიონერი ფოსტალიონისგან პენსიას წლების განმავლობაში ყალბი კუპიურებით იღებდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Shot იტყობინება.


ფოსტალიონი, რომელსაც პენსიონერი ენდობოდა, ყოველთვიურად Банк Прикол-იდან აძლევდა კუპიურებს (განმარტება: Банк Приколов-სათამაშო ფული სუვენირი, რომელიც როგორც ნამდვილი კუპიურების მსგავისა, ასევე ზედ ხუმრობით სხვადასხვა სურათებია გამოსახული)


მოხუცი, რომელიც ფოსტის თანამშრომელს სრულად ენდობოდა, პენსიას უმალ სეიფში ინახავდა. მოსკოველი დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მან დააგროვა ორი მილიონი რუბლი.(დაახლოებით 60 000 ქართული ლარი).



დეკემბრის ბოლოს მან სოციალურ მუშაკს ხუთი ათასი გადასცა და კომუნალურების გადახდა სთხოვა. თუმცა, ერთი საათის შემდეგ გოგონა უკან დაბრუნდა და განაცხადა, რომ ნამდვილის ნაცვლად, ყალბი კუპიურა მისცა. პენსიონერმა გადაწყვიტა დარჩენილი დანაზოგი შეემოწმებინა და აღმოაჩინა, რომ მისი სეიფიდან ფული „ხუმრობის ბანკიდან“ იყო შეძენილი.

image

პოლიცია ამ წუთებში ფოსტის თანამშრომელს ეძებს. სამართალდამცავები ასევე ამოწმებენ, არის თუ არა ყალბი კუპიურებს შორის ნამდვილი ფული.


გასული წლის ნოემბერში ვწერდი მოსკოველ ბიზნესმენზე, რომელმაც ფულის დაზოგვის მიზნით 85 მილიონი რუბლი ერთ-ერთ რუსულ ბანკში სარფიან კურსით გადაახურდავა დოლარში, თუმცა დოლარი ყალბი გამოდგა, ხოლო პიროვნებან, ვინც გადახურდავების ოპერაცია შეასრულა ბანკის შენობაში, წინასწარ იქირავა კუთხე და ბანკის თანამშრომლად გაასაღა თავი, შემდეგ კი იქიდან გაიპარა.(იხილე ბმული)

0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0