x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სამზარეულოს უმარტივესი ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სახლში კერძების მომზადება ადვილი არ არის. ჯერ ერთი, ეს საკირკიტო სამუშაოა, გარდა ამისა, დიდი დრო, არა მხოლოდ მომზადებაზე, არამედ კერძის და საჭირო ინგრედიენტების შერჩევაზეც იხარჯება.

იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდეთ კერძების მომზადების პროცესი, გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც მხოლოდ დროის ეკონომიაში კი არ დაგეხმარებათ და თქვენს კერძებს უფრო გემრიელს გახდის, არამედ მომზადების პროცესს, უფრო გაგიმარტივებთ.


1. მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი ადვილად რომ მოსცილდეს, წყალში ერთი ნაჭერი ლიმონი ან ნახევარი კოვზი სოდა ჩაამატეთ.image


2. რამ შეიძლება გააფუჭოს პელმენები? რა თქმა უნდა, მაგარმა ცომმა. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს და ის პირში დნებოდეს, გარკვეულ მომენტში, ხარშვის დროს, ქვაბში ცივი წყალი უნდა ჩაამატოთ.
image


უფრო კონკრეტულად კი: არ უნდა გაალხოთ გაყინული პელმენები > მოათავსეთ ის დიდ ქვაბში > ჩაასხით პირამდე წყალი > დადგით ქვაბი ცეცხლზე და წყლის ადუღებას დაელოდეთ > შემდეგ, დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები (გემოვნებით), კურკუმა (ბულიონმა მადის აღმძვრელი ფერი რომ მიიღოს). თან ფრთხილად ურიეთ. როდესაც პელმენები ზედაპირზე ამოვა, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, წვრილ ნაკადად > მეორედ ადუღების შემდეგ, ხარშეთ კიდევ 4–5 წუთი.

ამ ხრიკით, ცომი უკეთესად მოიხარშება და უფრო რბილი, ჰაეროვანი და გემრიელი იქნება.


3. ბანანს ყუნწებზე სამზარეულოს აპკს თუ შემოახვევთ, ის 4-5 დღით უფრო მეტ ხანს შეინახება, ვიდრე ჩვეულებრივ.image


4. ზოგიერთ კერძში რამდენიმე კბილი ან მთელი თავი ნივრის დამატება არის საჭირო. მისი გაფცქვნა არც ისე სასიამოვნო პროცესია და ამ შემთხვევაში, დახმარება მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია: მოათავსეთ მასში ნიორი და მინიმალურ სიმძლავრეზე, გააჩერეთ 15 წამი. ამის შემდეგ, ადვილად გაიფცქვნება.
image


5. ბულგარული წიწაკის შეძენის წინ, ყურადღება მიაქციეთ წიწაკის ძირზე კამერების რაოდენობას. წიწაკა, რომელსაც 3 კამერა აქვს, უფრო ტკბილია და მისი გამოყენება უმი სახით შეიძლება, ხოლო 4 კამერიანი წიწაკა, — უფრო მკვრივი და მწარე არის და კერძების მოსამზადებლად იდეალურია.image


6. კბილების საწმენდი ძაფი კარგად ჭრის ნებისმიერ ნამცხვარს, მათ შორის, ტორტსაც. ეს ხრიკი უმი ცომის დასაჭრელადაც გამოგადგებათ.image


7. შემწვარი კარტოფილი ბევრს უყვარს. თუ ტრადიციული რეცეპტით ამ კერძის მომზადება მოგწყინდათ, შეგიძლიათ მისი მომზადება ახალი რეცეპტით სცადოთ: გარეცხეთ კარტოფილი > დაჭერით ვერტიკალურად, მაგრამ ბოლომდე ნუ ჩაჭრით > მიასხით ცოტაოდენი ზეთი > მოაყარეთ მარილი > 40 წუთით მოათავსეთ აირღუმელში 220 გრადუსზე — და მზად არის! გარდა ამისა, კარტოფილის ნაჭრებს შორის, ნებისმიერი გულსართის მოთავსება შეგიძლიათ: ლორი, მწვანილი, სულგუნი... უფრო გემრიელი იქნება.image


8. ხახვის დაჭრის დროს, რომ არ "იტიროთ", ის გაფცქვნის წინ, 15 წუთით საყინულეში მოათავსეთ.
image


9. სქელი იოგურტით უგემრიელესი სასუსნავის მომზადება შეიძლება: ჩაასხით იოგურტი საკონდიტრო შპრიცში > მოათავსეთ წვეთები საცხობ ფურცელზე > შეინახეთ 1 სთ-ით საყინულეში — და შეგიძლიათ ისიამოვნოთ!image


10. მწვანილს, თუ ყვავილებივით წყალში მოათავსებთ და სამზარეულოში დადგამთ, ის ბევრად უფრო დიდ ხანს შეინახება, ვიდრე მაცივარში.
image


11. საზამთრო მაცივარში კარგად რომ შეინახოს, გაჭრილი მხარე ქვევით უნდა იყოს.image


12. მაცივარში კიტრი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, საყინულიდან მოშორებით უნდა მოათავსოთ. რაც შეეხება პომიდორს, მას სიცივე საერთოდ არ უხდება და უმჯობესია საერთოდ არ შეინახოთ მაცივარში. ის სამზარეულოში დაალაგეთ, ერთ ფენად, ყუნწებით ქვევით.image


13. ჯანჯაფილის ფესვის გაფცქვნა ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ პრობლემა გაქრება, თუ ფესვის გაფცქვნას ჩაის კოვზით სცდით.
image


14. კვერცხს, ვიდრე მაცივარში შეინახავთ, ზეთი გადაუსვით. ასე ის უფრო დიდი ხნით შეინახება!image


15. ტორტის ჩამოჭრილი ადგილი არ გახმება, თუ გაჭრის ადგილზე პურს მიადებთ და კბილსაჩიჩქნებით დაამაგრებთ.image


და სხვა რეკომენდაციები:


ხილი უშუალოდ გამოყენების წინ გარეცხეთ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ შენახული გარეცხილი ხილი უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე გასარეცხი.


დიასახლისების უმრავლესობა ხილს და ბოსტნეულს მაცივარში ინახავს. თუმცა, ყველას ადგილი იქ არ არის. მაგ., ტროპიკული და სუბტროპიკული კულტურების ნაყოფი (ბანანი, ნესვი, ლიმონი...) + 8 – +13 გრადუსზე უკეთესად ინახება, ვიდრე მაცივარში.


თუ მაცივრიდან რომელიმე პროდუქტს გადააგდებთ, იმის გამო, რომ ობი აქვს მოკიდებული, არ დაგავიწყდეთ მაცივრის კარგად გაწმენდა, რადგან ობი, შეიძლება, სხვა პროდუქტებზეც გადავიდეს.


image

სხვა სიახლეები:


* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ

* უძველესი ადამიანები ყველაზე უძველესები არ იყვნენ

* ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
339
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0