x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ

გამოთქმაში «პანდორას ყუთი», სიტყვა «ყუთი» – ბერძნული სიტყვის «პიფოსის» არასწორად თარგმნის შედეგად გაჩნდა. სინამდვილეში, პიფოსს დიდი ზომის თიხის ჭურჭელს ეძახდნენ, რომელსაც მიწაში მარხავდნენ და მასში სურსათ-სანოვაგეს ინახავდნენ. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პიფოსში და არა კასრში, ცხოვრობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე, რადგან ძველმა ბერძნებმა კასრების გაკეთება არ იცოდნენ.image


სარკოფაგი, რომელშიც ტუტანხამონის მუმია აღმოაჩინეს, 110 კგ. სუფთა ოქროსგან არის დამზადებული.image


ინგლისური რევოლუციის ბელადის, ოლივერ კრომველის (1599-1658 წწ.) გვამი, მონარქიის აღდგენის შემდეგ, საფლავიდან ამოიღეს, ჯერ ჩამოახრჩვეს, ხოლო შემდეგ, სხეული დაანაწევრეს. შუა საუკუნეებში, ინგლისში, მიცვალებულის დასჯა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.image


კომპანია «White Star Line» -ის ბორტგამცილებელი ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი სამი გემის კატასტროფას [«ოლიმპიკი» (1911 წ), «ტიტანიკი» (1912 წ.) და «ბრიტანიკი» (1916 წ.)] გადაურჩა და 1971 წელს, 84 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.image


1814 წლის 17 ოქტომბერს ლონდონში, ლუდის სახარშ ქარხანაში ცისტერნა აფეთქდა, რომელშიც 610 ათასი ლ. ლუდი იყო. აფეთქებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და ქარხანაში არსებული ლუდის ყველა მოცულობითი საცავი აფეთქდა. საერთო ჯამში, ქალაქის ქუჩებში 1, 5 მლნ. ლ. ლუდი დაღვარა. ლუდის ტალღამ 2 სახლი და ლუდის ბარი წაიღო. დაიღუპა 9 ადამიანი – 8 ლუდში დაიხრჩო, ხოლო ერთი, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.image


«ოქროს ციებ–ცხელების» დროს, კალიფორნიის მოსახლეობა, 4 წლის მანძილზე, 14 ათასიდან – 200 ათასამდე გაიზარდა.image


ადოლფ ჰიტლერმა გერმანიის მოქალაქეობა 1932 წ. მიიღო, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდებოდა. ის ავსტრიაში დაიბადა და მას შემდეგ, რაც 1925 წელს უარი თქვა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, მოქალაქეობა საერთოდ აღარ გააჩნდა. ასე, რომ, «გერმანიის ყველაზე დიდი ქომაგი», როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, გერმანელი მხოლოდ 13 წელი მანძილზე (1932–1945 წწ) იყო.image


ობობა გლადიატორი, რომელიც ავსტრალიაში არის გავრცელებული, ქსელს ქსოვს ისევე, როგორც სხვა ობობები. თუმცა, მას სრულიად განსხვავებულად იყენებს ნადირობის დროს. მის ქსელს კვადრატის ფორმა აქვს და ობობას წინა ფეხებით უჭირავს. როდესაც მის სიახლოვეს, პოტენციური მსხვერპლი გამოჩნდება, გლადიატორი ქსელს ესვრის და ზემოდან აფარებს მას.image


ვარდისფერი ფლამინგოები ბუნებრივად ამ ფერისები არ არიან. მათი ბუმბულის «გაფერადების» მიზეზი, წყალმცენარეებში შემავალი კაროტინოიდებია, რომელსაც წყალმცენარეები შეიცავს.image


ჩაის ყველა ტიპი და ყველა ხარისხი, ჩაის ფოთლის დამუშავებაზე არის დამოკიდებული და ეს ფოთოლი ყოველთვის ერთი და იგივე მცენარეს – ჩინურ კამელიას (ლათ. Caméllia sinénsis), იგივე ჩინურ ჩაის ეკუთვნის.image


«პინგ-პონგი» («Ping Pong») – იმ კომპანიის სახელია, რომელიც საქონელს აწარმოებს ჩოგბურთის სათამაშოდ, ხოლო თავად თამაშს «მაგიდის ჩოგბურთი» ჰქვია.image


მარგალიტი – ერთადერთი ძვირფასი მინერალია, რომელსაც დამუშავება არ ესაჭიროება. ბუნებაში მარგალიტის 8 კონფიგურაცია არსებობს: ჭიკარტი, წვეთი, მსხალი, ოვალი, ნახევარწრე, წრე, არასწორი ფორმა და სფერო.image


image

სხვა სიახლეები:


* როგორ შეიცვალა 11 ეკრანული წყვილი, რომელთა ურთიერთობებსაც სუნთქვაშეკრულნი ვაკვირდებოდით

* ლუი დე ფიუნესი – დიდი კომიკოსი და ცუდი მეზობელი

* 9, 5 ათასი წლის თავის ქალა მიკროსქემით – მექსიკელი არქეოლოგების აღმოჩენა

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
827
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
827
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0