საზოგადოება
"მეტის ღირსი ხართ! თქვენი ხმა არ გავიგონო "- ვის მიმართავს ვახო სანაია
3 იანვარი, 20:39
ჟურნალისტი ვახო სანაია დედაქალში არსებულ საცობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ ნაცნობ- მეგობრებს მიმართავს ვინც აღნიშნული პრობლემით შეწუხებულები მერიის თანამშრომლის გვერდზე, სატრანსპორტო კოლაფსთან დაკავშირებით მისივე შეთავაზებულ ვერსიას სრულიად სერიოზულად განიხილავენ:
"საცობში უძრავად მდგარი ავტომანქანებიდან დედას რომ იგინებოდა სტატუსებში, ის ხალხი სახლში მივიდა და მერე მშვიდად და, რაც მთავარია, სერიოზულად განიხილავდა საცობის გამომწვევ მერიისეულ ვერსიებს მერიის თანამშრომლის გვერდზე. ყველაფერი სადაზღვევოს და ორ გაკაწრულ მანქანას დაბრალდა.
მაგ ვერსიას მსოფლიოში ყველაზე და, უფრო მეტიც, ცალსახად არაკორუმპირებული მერი ამ დღეებში ტელევიზორში ან სულაც ფეისბუქის ლაივში გაგიმეორებთ.
ჩემო კარგო ნაცნობებო და მეგობრებო, მეტის ღირსი ხართ მაგ ძაააალიან კონსტრუქციულ განხილვაში მონაწილეობისთვის. თქვენი ხმა არ გავიგონო საცობებზე."- წერს ვახო სანაი სოციალურ ქსელში.