ტექნიკური 6 ისტორიული აღმოჩენა, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს 2024, 3 იანვარი, 13:59 ![]() კაცობრიობის ისტორია ათასწლეულობით განისაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ საგრძნობლად წაიწია წინ, დღემდე არა აქვთ პასუხი ბევრ კითხვაზე. სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ზოგიერთი არტეფაქტი მეცნიერებს უფრო მეტ თავსატეხს უჩენს და ამ მხრივ მათთვის მით უფრო საინტერესო და აზარტულია, გასცენ პასუხი კითხვას: რა არის ეს, რა დანიშნულება ჰქონდა და რისთვის გამოიყენებდნენ? 1-გიგანტური ქვების ბურთები კოსტა-რიკაში- ქვის ბურთები არა მარტო გვაინტრიგებს თავისი ფორმით, არამედ წარმოშობით და საერთოდ დანიშნულებითაც. პირველი ბურთი აღმოაჩინეს 1930-იან წლებში ხილის კომპანიის მუშებმა ბანანის პლანტაციის გასუფთავებისას. ადგილობრივების გადმოცემის თანახმად ქვის შუაგულში ოქრო უნდა ყოფილიყო, მუშებმა ქვები დატეხეს და გაანადგურეს. ხილის კომპანიის ხელმძღვანელობის ჩარევით ვანდალიზმი შეაჩერეს. მოგვიანებით კომპანიის დირექტორის ქალიშვილმა პეტროგლიფების შესახებ მონოგრაფია დაწერა. ![]() ![]() 2-ბაღდადური ბატარეა-აღმოაჩინეს გასული საუკუნის 30-იან წლებში ბაღდადის მახლობლად.13, 5 სმ დოქის ფორმის ჭურჭლის შიგნით ყელში ჩაშვებული იყო რკინის მილი, რომელსაც კოროზიის კვალი აჩნდა, ხოლო მილი ჩამჯდარი იყო სპილენძის ცილინდრში.დიდი ხნის კამათის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს იყო ბატარეა, რომელიც 1 ვოლტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ ეს ბატარეა ოქროს გალვანიზაციის პროცესისთვის გამოიყენებოდა. თუმცა დღემდე რჩება ღია კითხვა, რატომ დაიკარგა ეს ტექნოლოგია და რატომ არ იქნა სხვაგან ახლომახლო რეგიონებში აღმოჩენილი მსგავსი რამ. ![]() 3-ვოინიჩის ხელნაწერი-ვოინიჩის მანუსკრიპტი ყველაზე იდუმალებით მოსილი წიგნია მთელს მსოფლიოში.ილუსტრირებული კოდექსი დაწერილი უცნობი ავტორის მიერ, უცნობ ენაზე და უცნობ დამწერლობით. არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხელნაწერი შუა საუკუნეებშია შექმნილი დაახლოებით 1404, 1438 წლებში. ![]() ![]() 4-ინკების ოქროს ფიგურა-ოქროს ფიგურები ნაპოვნი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე მფრინავ აპარატებს.დღემდე ვერ დაადგინეს მეცნიერებმა თუ რა დანიშნულება ჰქონდათ ან ოქროსგან დამაზადებულ საგნებს. ![]() ![]() 5-გენეტიკური დისკო-აღმოჩენილი იქნა კოლუმბიაში.დიამეტრი 27 სმ-ია.მასზე სავარაუდოდ გამოხატულია ადამიანის ჩასახვის და განვითარების პროცესები დაბადებამდე, ანუ პროცესი, რომელსაც თანამედროვე ადამიანი მხოლოდ მიკროსკოპით თუ მიადევნებს თვალს.კიდევ ერთი უცნაური ფიგურაა დისკოზე გამოხატული, ადამიანის თავი გაუგებარი ფორმით. ![]() მისი პრაქტიკული ან თეორიული დანიშნულება მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს. 6-ანტიკითერას მექანიზმი-ითველება ყველაზე უძველეს გამომთვლელ ტექნიკად დედამიწის ზურგზე, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ, პირველი ანალოგი კომპიუტერისა თავისი რთული კონსტრუქციის გამო. ![]() ![]() 310 2-ს მოსწონს
|