x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1970-იან წლებში სამხრეთ კორეაში აკავებდნენ მოკლე კაბიან გოგონებს, გრძელთმიან ბიჭებს და "სირცხვილის გალიებს" უწყობდნენ
image


ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა, იცხოვრე საკუთარი სიამოვნებისთვის და ნუ დაკარგავ დროს ნეგატივზე და ამაოებაზე. მაგრამ არა! რატომღაც ზოგს ყოველთვის სურს სხვების გაკონტროლება. და თუ მაკონტროლებლებს აქვთ ძალა და უფლებამოსილება, მაშინ ეს არ არის ადვილი მათთვის, ვის მისამართითაც ეს ხორციელდება. იძულებულებითი ღონისძიებები, რომლებიც წლების შემდეგ აბსურდულად გამოიყურება.




დღეს კორეელები განთქმულნი არიან თავიანთი მხიარული ახალგაზრდული პოპ ჯგუფებით, ფერადი კოსტიუმებითა და ფანტასტიკური მოდურობით. პაკ ჩანგ ჰის პრეზიდენტობის (ან უფრო სწორი იქნებოდა დიქტატურის) დროს ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა მინი ქვედაკაბები ქალებზე და გრძელი თმა მამაკაცებზე. დასაშვები სიგრძე კანონში არ იყო მითითებული. პოლიცია თვალის ზომით ადგენდა: თუ მამაკაცის თმის სიგრძის გამო შეიძლება ქალბატონში არეოდათ, მაშინ ბიჭი პოლიციაში უნდა წაეყვანათ და იძულებით შეეჭრათ თმა. მხოლოდ 1973 წელს 12 ათასზე მეტ ახალგაზრდას შეჭრეს თმა.

image



image

დაახლოებით იგივეა მინი კაბებზეც. თუმცა, იქ დარღვევა დაკონკრეტებულია - თუ ქვედაკაბა მუხლის ზემოთ 17 სანტიმეტრია, მაშინ ქალბატონი მიყავთ პოლიციის განყოფილებაში და იქ იცვამს ღირსეულ სამოსს.


წარმოიდგინეთ, სასეირნოდ გამოხვედით და ამ დროს სამართალდამცავი გიახლოვდებათ სანტიმეტრს იღებს და ზომავს: „15 სანტიმეტრი! ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მოქალაქეო, შეგიძლიათ წახვიდეთ“. ამის შემდეგ განწყობა ალბათ არც ისე კარგი გექნებათ.

image

ახლა კი აგიხსნით რა ხდებოდა ღობის მიღმა დამწყვდეულ ადამიანებზე. ესენი იყვნენ ქუჩაში ფეხით მოსიარულეები, რომლებმაც საკუთარ თავს უფლება მისცეს ქუჩა არასწორ ადგილას გადაეკვეთათ.

image

პოლიცია აკავებდა დამრღვევებს და ნახევარი საათით ამწყვდევდა „სირცხვილის გალიაში“ - როგორც თავის დროზე ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ (ახლა, იმედია, ასე აღარ ხდება). გამვლელებს მათ მიმართ კრიტიკული შენიშვნები უნდა გამოეხატათ. ღობეში ამწყვდნენ ველოსიპედისტებსაც, რომლებიც არასწორ ადგილზე მოძრაობდნენ.

image

1979 წლის ოტომბერში პრეზიდენტ პაკ ჩუნგ-ჰი მოკლა ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა კიმ ჯე გიუმ.დაკავებისას მკვლელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი "დემოკრატიის შემაფერხებელი იყო".


მალე პოლიციამ შეწყვიტა ქვედაბოლოების სიგრძის გაზომვა, გრძელთმიანი ახალგაზრდებზე თმის შეჭრა და ფეხით მოსიარულეთა შერცხვენა. ეს ყველაფერი ახლა სამხრეთ კორეის ისტორიის ნაწილია, რომელიც ახლა ხანდახან იუმორისტულადაც კი ჩნდება რეკლამაში ან თანამაედროვე ტელესერიალში(ქვემოთ ფოტოზე)


image

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0