x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ვასილ ჩხაიძე - მსახიობი, რომლის საფლავიც 27 წელი დაკარგულად ითვლებოდა
image

დღეს, 2 იანვარს ვასილ ჩხაიძის დაბადების დღეა, მისი კინოკარიერა საკმაოდ გვიან 63 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ელდარ შენგელაიამ შემთხვევით აღმოაჩინა ფოთის გუნიას სახელობის თეატრში და თბილისში მიიწვია პიპინიას როლზე ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა"(1968 წელი), რომ არა ელდარ შენგელაია, მისი სახელი დღეს კინომოყვარულებისთვის სრულიად უცნობი იქნებოდა.მას შემდეგ ვასილ ჩხიაძემ კიდევ 29 ფილმში ითამაშა, მათ შორის "ლა­ზა­რე", "ფე­ო­ლა", "შე­რე­კი­ლე­ბი", "ჩი­რი­კი და ჩი­კო­ტე­ლა", "პირველი მერცხალი"„მი­მი­ნო“, „დათა თუ­თაშ­ხია“, "რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი", თბილისი პარიზი თბილისი" და სხვ.უკანასკნელი გამოდგა როლი ფილმში "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"(1984).აღსანიშნავია, რომ მსა­ხი­ო­ბის გა­რეგ­ნო­ბას, მა­ნე­რებს, არ­ტის­ტუ­ლო­ბას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და მსა­ხი­ობ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის ხმა, რად­გა­ნაც უმე­ტე­სად მის რო­ლებს ერო­სი ახ­მო­ვა­ნებ­და.

image

ტრაგიკული გამოდგა მსახიობის პირადი ცხოვრება, მე­უღ­ლე, ნინა ვარ­დი­გუ­ლაშ­ვი­ლი მსახიობმა მცხე­თა­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ გა­ა­ნა­წი­ლეს. ქალ­ბა­ტო­ნი ნინა მცხე­თე­ლი გახ­ლდათ და პრო­ფე­სი­ით ექი­მი, თუმ­ცა ბა­ტო­ნი ვა­სი­ლი ადრე დაქვრივ­და, 50 წლი­საც არ იყო, მე­უღ­ლე რომ გარ­და­ეც­ვა­ლა.ჰყავდათ ერთადერთი ვაჟი გიორგი ჩხაიძე.ასევე მსახიობი, დაამთავარა თეატრალური ინსტიტიტი(ასრეულებდა ეპიზოდურ როლს ფილმში "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი")გარდაიცვლა 2000 წელს გაურკვევლ ვითარებაში.


image

მსახიობი ვასლი ჩხაიძე გარდაიცვალა 1986 წლის 26 დეკემბერს 81 წლის ასაკში, იგი მუხადგვერდში დაკრძალეს, მისი საფლავი 27 წელი დაკარგულად ითვლებოდა, სანამ საფლავი ელდარ შენგელაიამ 2013 წელს არ იპოვა;

image

„ჩვენმა მეგობარმა, გურამ გელაძემ იცოდა, სად იყო ეს საფლავი, საიდანაც 2015 წელს დიდუბის პანთეონში გადმოვასვენეთ“.

image



“კინოში ჩემ მასწავლებლად ელდარ შენგელაია მიმაჩნია. როლებიდან განსაკუთრებულად მიყვარს პიპინია და ქრისტეფორე, თუმცა, ვფიქრობ შემეძლო, რომ უკეთაც მეთამაშა.

თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, ხოლო თუ მექნება ასეთი, ვარჩევ წიგნით ხელში გავატარო იგი. რამდენი რამ მაქვს წასაკითხი კინოს ირგვლივ. მსახიობმა ბევრი რამ უნდა იცოდეს.

საშუალება რომ მქონდეს ბაღს გავაშენებდი და ჩემი ხელით ავაგებდი სახლს.

სპორტით არ ვყოფილვარ გატაცებული, თუმცა ახალგაზრდობაში კარგად ვცურავდი, ახლა ცოტათი მიჭირს ცურვა. ისე, ყოველ დილით ვსეირნობთ ხოლმე მე და ჩემი დასავლეთ ევროპული ნაგაზი “რექსი".

სანუკვარი როლი თუ მაქვს? იქნებ ეს მეტად გაბედულია... მაქვს... ლ ი რ ი".

(ვასილ ჩხაიძე.)


imageimage

0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0