სხვა
მკერ#ის 9 ტიპი, რომელიც პატრონის შესახებ ყველაფერს ამბობს
1 იანვარი, 9:52
მკვლევარებმა ქალის მკერდი რამდენიმე ტიპად დაყვეს რადგან როგორც ირკვევა, ქალზე მისი ბიუსტის ფორმის მიხედვით ბევრი რამის გაგება შეიძლება. მაგალითად, მომრგვალებული მკერდი ქალის ვნებიან ბუნებაზე მეტყველებს, ხოლო კონუსის ფორმის "ღირსებების" მქონე გოგონა - მოგზაურობას აღმერთებს. წარმოგიდგენთ მკერდის 9 ტიპს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ მშვენიერი სქესის წარმომდგენელთა ხასიათი განსაზღვროთ.
დიდი მკერდი
დიდი მკერდის მქონე ქალები - ოპტიმისტები არიან. ისინი შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი და სექსუალური კუთხით საკმაოდ ღიები. ეს ქალები ძალიან კრეატიულები არიან და ექსპერიმენტებიც უყვართ. დიდი მკერდის მქონე ქალბატონები როგორც წესი, შესანიშნავი დიასახლისები და დედები არიან.
პატარა მკერდი
ითვლება რომ ქალებს, რომლებსაც მოკრძალებული, პირველი ან მეორე ზომის მკერდი აქვთ, არც ისეთი ვნებიანები არიან. როგორც წესი, ისინი ეჭვიანობით გამოირჩევიან, საკუთარ პარტნიორებს ხშირად ღალატში ადანაშაულებენ, რის გამოც აქტიურად უთვალთვალებენ და ტელეფონში შეტყობინებებსაც უმოწმებენ. ასეთი ქალები თვითკრიტიკულობით გამოირჩევიან, და არც საკუთარ თავში არიან დარწმუნებულები.
საშუალო ზომის მკერდი
სამი ზომის მკერდის მქონე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ხალისიანები, ამბიციურები, ენერგიულები და საკმაოდ მოწესრიგებულები არიან. საშუალო ზომის მკერდის მქონე გოგონები როგორც წესი, ერთგული ცოლები და შეყვარებულები არიან.
მომრგვალებული ფორმის მკერდი
მკერდი არა მხოლოდ ზომის, არამედ ფორმის მიხედვითაც ფასდება. ოვალური ფორმა ყველაზე მიმზიდველად ითვლება. ასეთი ფორმის მქონე ქალები საპირისპირო სქესის ყურადღებით არიან გათამამამებული, ასევე ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები, ამბიციურები და კარიერისტებიც არიან. ასეთი "ღირსებების" მქონე ქალები საყვარელ მამაკაცებს ღალატს არასდროს პატიობენ და არც მათ შენარჩუნებას ცდილობენ.
დაშორებული მკერდი
მკერდის ეს ტიპი ძირითადად, ისეთ ქალებში გვხვდება რომლებიც პირდაპირობით გამოირჩევიან. ისინი ძალიან გახსნილები, გულწრფელები და პატიოსნები არიან, მათ არ უყვართ ჭორები და ინტრიგები და სხვების დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. ზოგჯერ გარშემომყოფები მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ასეთ პირდაპირობას უტაქტობადაც კი იღებენ.
კონუსის ფორმის მკერდი
კონუსური მკერდი ყველაზე ხშირად სპორტსმენ ქალებსა და აქტიური გართობის მოყვარულებს შორის გვხვდება. ისინი მეგობრულები, ენერგიულები და ერთგულები არიან. ასეთი ქალები ბავშვებთან ერთად ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით უპრობლემოდ სეირნობენ, ასევე მთელი ოჯახისთვის რეგულარულ მოგზაურობებსაც აწყობენ.
წვეთის ფორმის მკერდი
ამ მკერდის ფორმის ქალებს ხშირად ახასიათებთ პრობლემების გაზვიადება. ისინი უმნიშვნელო შემთხვევების შესახებაც განიცდიან და ზოგადად ძალიან სენტიმენტალურები არიან. წვეთის ფორმის მკერდის მქონე ქალები ხშირად თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელიან, პარტნიორების მიმართ მგრძნობიარენი არიან და საკუთარ წარუმატებლობაზე საკმაოდ მტკივნეულადაც რეაგირებენ.
ასიმეტრიული მკერდი
ზოგადად სხეული თავისი ბუნებით სიმეტრიული არ არის, მკერდს შორის კი ასიმეტრიად მხოლოდ ძალიან შესამჩნევი განსხვავება ითვლება. ამ ტიპის მკერდი შეიძლება მიუთითებდეს ბუნების ორმაგობაზე, ფსიქოლოგიურ არასტაბილურობასა და ექსტრემალური პირობებისადმი მიდრეკილებაზე. ასიმეტრიული მკერდის მქონე ქალებს ემოციური რყევები ახასიათებთ და ხშირად უკიდურესობაშიც კი ვარდებიან.
მძიმე მკერდი
მძიმე მკერდის მქონე ქალები შესანიშნავ დიასახლისებად და მზრუნველ დედებად ითვლებიან. ისინი ერთგულები არიან და ყოველთვის მზად არიან სხვებისთვის პრაქტიკული რჩევების მისაცემად და დასახმარებლად. ახალგაზრდობაში თავაშვებული ცხოვრების მოყვარულები ასაკთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. მძიმე მკერდის მქონე ქალები როგორც წესი, ბედნიერი ცოლები, დედები და ბებიები არიან.