კინო სამი უცნობი ფაქტი ფილმზე "ბედის ირონია ანუ გაამოთ" 2023, 31 დეკემბერი, 17:09 ახალი წლის სიმბოლო იქცა ელდარ რიაზანოვის ფილმი "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" ფილმში წლიდან წლამდე სხვადასხვა თაობის ადამიანებს უყრის თავს ტელევიზორების წინ, რომლებიც სიამოვნებით უყურებენ (უკვე მერამდენედ) საახალწლო ზღაპარს იმის შესახებ, თუ როგორ წავიდა ოთხი მეგობარი აბანოში....დღეს გაგაცნობთ სამ ფაქტს ფილმის შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით უმეტესობას არ ეცოდინება. ფილმი რეალურ ისტორიაზეა აგებული ელდარ რიაზანოვმა და ემილ ბრაგინსკიმ პიესა „გაამოს, ან ერთხელ ახალი წლის ღამეს“ ჯერ კიდევ 1969 წელს დაწერეს სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდან არის აღებული - მათი ერთ-ერთი ნაცნობი 31 დეკემბერს ჯერ აბანოში წავიდა, შემდეგ კი მეგობრები მოინახულა, სადაც ერთ-ერთი ქორწილის წლისთავს აღნიშნავდა. იქ მაგრად დათვრა და ერთ-ერთმა სტუმარმა გადაწყვიტა ხუმრობა - წაიყვანა კიევის სადგურში, ფული მისცა კონდუქტორს, ჩასვა კუპეში და გაგზავნა კიევში ცოცხით, პორტფელით ხელში და 15 კაპიკით ჯიბეში... ლეგენდის მიხედვით ამ იონის ჩადენას ნიკიტა ბოგოსლოვსკის მიაწერენ, მაგრამ კომპოზიტორმა მოგვაინებით საჯაროდ განაცხადა, რომ მას ამ ხუმრობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. თოვლის ნაცვლად გამოიყენეს პენოპლასტი გადამღებმა ჯგუფმა სრულფასოვანი გადაღება მხოლოდ გაზაფხულზე დაიწყო, როცა თოვლი თითქმის დნებოდა. ამიტომ თოვლის ნაცვლად გამოიყენეეს იმპროვიზირებული საშუალებები: ბამბა, პენოპლასტი, ფხვიერი ცარცი და დაჭრილი ქაღალდი. ქარბუქის შესაქმნელად გამოიყენეს სპეციალური ქარის დამბერები. ალა პუგაჩოვა არ არის ტიტრებში მოხსენიებული პასტერნაკის, ცვეტაევას, ახმადულინას, ევტუშენკოს ლექსებზე დაფუძნებული რომანსები ფილმის უდავო მშვენებაა. მაგრამ შემსრულებლების სახელები - ალა პუგაჩოვა და სერგეი ნიკიტინი - არ არის მოხსენიებული ტიტრებში. 311 2-ს მოსწონს
|