სხვა ამერიკაში 14 წლის მოზარდმა საშობაო საჩუქრებზე ჩხუბის გამო საკუთარი და მოკლა 2023, 29 დეკემბერი, 18:40 ![]() შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში მოზარდმა დედმამიშვილებთან იჩხუბა მისი აზრით არასაკმარისი საშობაო საჩუქრების გამო და საბოლოოდ მოკლა თავისი და. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება. ტრაგედია დატრიალდა პინელას ოლქში კვირას, 24 დეკემბერს. ორი ძმა და ერთი და - 14 წლის დამარკუსი, 15 წლის დარკუსი და 23 წლის აბრიელი - სავაჭრო ცენტრში წავიდნენ დედასთან ერთად საჩუქრების საყიდლად. შოპინგის შემდეგ ისინი ბებიასთან მივიდნენ, სადაც არდადეგების გატარებას გეგმავდნენ. იქ ძმებმა დაიწყეს ჩხუბი, რადგან დამარკუსს სჯეროდა, რომ დარკუსმა მეტი საჩუქრები მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მათი უფროსი და აბრიელი შეეცადა მათ გაშველებას უბრძანა შეწყვიტათ კამათი, „რადგან შობაა“. გავრაზებული 14 წლის დამარკუსმა აიღო პისტოლეტი და დას უთხრა, რომ ესროდა მის 11 თვის შვილს, რომელიც კენგურუ-ჩანთით ეკავა მის დას, ამის შემდეგ დას-აბრიელს მკერდში ესროლა და სახლიდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, დარკუსმა სხვა იარაღი აიღო, გავიდა გარეთ და ძმას გაეკიდა, ესროლა დამარკუსს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. და -ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა აბრიელს ვერ უშველეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა -6 წლის და 11 თვის . მისი ძმა სტაბილურ მდგომარეობაშია. ![]() ![]() 180 2-ს მოსწონს
|