x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
"ვიცოდით, განა არ ვიცოდით? თუმცა, ფაქტი რომ დაიდება ხოლმე, ასწორებს!"-გელა ზედელაშვილი

image

ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი და ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში "ტვ ფორმულას" რეკლამის დამკვეთთა ტოპ ათეულს აქვეყნებს და ასეთ სტატუსს ურთავს:


ვიცოდით, განა არ ვიცოდით?
თუმცა, ფაქტი რომ დაიდება ხოლმე, ასწორებს!
*
ნება მიბოძეთ, ორიოდ სიტყვით ის გველკუები დავახასიათო, რომლებიც ამ ქარაქუცა ბოროტებას აფინანსებენ და ფულს უბორნიაში ყრიან:
1. “შაშა-კოლას'' უმფროსს კარგად იცნობთ, ამ სიბერეში რომ შეიცვალა ისედაც ხორკლიანი აზრები და “ელჭიპიტებს'' დაუდგა ქომაგად. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მავნებელი, რომელსაც პოლიტამბიციები აწუხებს, მაგრამ კუსავიოთ ფეხის გამოყოფის გარდა ვერაფერს ახერხებს. მისი ერთადერთი “ღირსება'' ის გახლავთ, რომ ხატია დეკანოიძის ბავშვობის მეგობარია.
*
2. “პსპ''-ს მთავარ “ბარიგასაც'' კარგად იცნობთ, თვითონვე აღიარა, გაჭირვების წლებში წამლებს 300 პროცენტით ძვირად ვყიდდით და მაგრადაც ვიხეირეთო. ახლაც ეგრეა, მომენტს არ უშვებს, 300-პროცენტიანი მოგება არ ნახოს.
ესეც ერთ-ერთი მთავარი მავნებელია, მაგრამ არც ამას აქვს რამის ტრაკი. მისი ერთადერთი ღირსება ის არის, რომ ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების'' ეგიდით იდო პარლამენტში. საერთოდ, ზეთის თვისება აქვს, თუ სადმე სახეირო ჭუჭრუტანა ნახა, ყველგან იღვენთება.
*
“თიბისი ბანკი''!
ხანდაზმული თაღლითებისა და ყოფილი კომკავშირლების ნავსაყუდელი.
ამათი ერთადერთი “ღირსება'' ის გახლავთ, რომ თავის დროზე მერაბ კოსტავას დასდევდნენ სკამის გადაჭრილი ფეხით და ტანზე პალტოს შემოხევას ცდილობდნენ. ახლა “ეროვნულს'' აწვებიან, საქართველო უნდა გამოიხსნან ბიძინა ივანიშვილის კლანჭებიდან.
ავოიეეეეე!
*
ვიღაც კორპორეიშენებსა და “თეგატა მოტორსსაც'' მაგრად გაუფრენიათ.
თუ ფული გაქვთ, გაჭირვებულებს დაურიგეთ, თქვე ჩემისებო, უბორნიაში რათა ჰყრით?!
*
“ავერსი-ფარმა''!
პაატა კურტანიძე - ეს გახლავთ იდუმალი მავნებელი. ხმას არ იღებს, მაგრამ რაც ზემოთ არი, სამი იმდენი ქვემოთ დაძვრება.
სანამ “ქართული ოცნება'' მოვიდოდა ხელისუფლებაში, მისტერ კურტანიძე ბრილიანტებით გაწყობილი “ტუფლებით'' დადიოდა სამსახურში. როცა “ქართული ოცნება'' მოვიდა, დაფრთხა, მაგისი თანამშრომლები იცინოდნენ, ბრილიანტებიანი ფეხსაცმელები გაიხადა და ლამის კალოშებით დაიწყო სიარულიო. როცა დარწმუნდა, არაფერს მერჩიან, დატუსაღებას არ მიპირებენო, ისევ ჩაიცვა და ყვარყვარესავით გაიბრიქა.
მისი ერთადერთი “ღირსება'' ის არის, რომ ჩუმად მავნებლობს, ხმას არ იღებს, თვალებში არავის ებლანდება.
*
მინდოდა, დანარჩენებზეც დამეწერა - მაგალითად, ჩინური მედიცინისა თუ მასაჟის ცენტრზე, რომელიღაც კლინიკასა თუ “გამოკვლევების'' ფილიალზე, მაგრამ მერე ვიფიქრე, ერთი ამათი კეთილებიც-მეთქი!
*
არა, ნუ!
მართლა გაგიკვირდება ნორმალურ ადამიანს, მილიონები რატომ უნდა ჩაყარო უბორნიაში, როცა ამ მხრივ არანაირი პერსპექტივა არ გაგაჩნია?
თუ გაოხრიათ, თანამშრომლებს დაურიგეთ, თქვე ჩემისებო, რაღა ევროპიული დონის ყაჩაღს ატენით ისევ?
პრინციპში, თქვენც ყაჩაღები ხართ და ამიტომაც ატენით, ერთი სისხლი და ერთი გენი გაქვთ, ჩა***ებო!!!"-წერს ზედელაშვილი.
0
178
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0