იცით თუ არა რომ ბანანის სხვადასხვა ჯიში არსებობს და ისინი მხოლოდ ყვითელი ფერის არაა?
ასე გამოიყურება ნამდვილი ბანანი, ველური. კულტივირებული ჯიშებისგან განსხვავებით, შეიცავს თესლს.
არაჩვეულებრივი ფორთოხლისფერი ბანანი, თუმცა ქერქის ორიგინალური ფერი გემოსთან არანაირ კავშირში არაა.
ვინც ფიქრობს, რომ უკვე უნახავს დიდი ბანანი სუპერმარკეტში, ცდება. ყველაზე დიდი ბანანი არის Kluay. მისი რბილობი არ არის ისეთი მკვრივი, როგორც უმეტესობას სჩვევია. ხოლო საშუალო სიგრძეა 35 სმ.
Senorita არის ყველაზე პატარა ბანანი მსოფლიოში, 2, 5-5 სმ სიგრძის, მაგრამ ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ტკბილია.
Ae Ae- ეს საერთოდ არ არის გენმოდიფიცირებული ჯიში, ჩვეულებრივი ბანანია, როგორც ჩვეულებრივი ჯიშები. უბრალოდ მათი ქერქი ზოლიანია. მათ ოდნავ მწარე გემო აქვთ და ძნელად მოსავლელია. ალბათ ამიტომაც არ გვხვდება მაღაზიებში.
ზოგიერთი ადამიანი გიჟდება შავ ბანანზე, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მწიფე ხილის ნამდვილი ფერი.
ვარდისფერი ბანანი თავადაც შეგიძლიათ თესლიდან გაზარდოთ. მაგრამ ღირს ჩვეულებრივი ხილის გემო ამდენი ძალისხმევად და ხარჯად?
წითელი ბანანი- ტკბილი ხილი ჟოლოს არომატით, რომელიც შეიცავს 10-ჯერ მეტ კალიუმს, ვიდრე ჩვეულებრივი ყვითელი ბანანი.