ქალი და მამაკაცი როგორ ხვდებიან ახალ წელს 40 წლის შემდეგ ცნობილი შეყვარებულები? 2023, 29 დეკემბერი, 11:13 წყვილი, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო- ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა, რომლებმაც 40 წლის შემდეგ იპოვეს ერთმანეთი და ახლა ერთად არიან ამერიკაში, საახალწლო ფოტოსესიას გვთავაზობენ, რომელიც ნინო კვარაცხელიას თქმით, მათმა მეგობარმა საჩუქრად მოუმზადა.
"ესეც ჩვენი პირველი ახალი წელი ორმოცი წლის შემდეგ... წელს არ გვიყიდია არც ნაძვის ხე არც განსაკუთრებული სათამაშოები და დეკორაცია. არც “გასაპრანჭი" ტანსაცმელი ისე ვეცადეთ მოგვეტანა თქვენამდე ჩვენი ემოცია და საახალწლო განწყობა რაშიც დიდი როლი არაჩვეულებრივმა პროფესიონალმა, გემოვნებიანმა და პოზიტიურმა Katherina Gujabidze -მ. ითამაშა დაზოგილი თანხით კი ჩვენი საყვარელი ადამიანები გავახარეთ საახალწლოდ ფოტოსესია მეგობარმა გვისაჩუქრა. არ მოვნიშნავ, არ უყვარს მსგავსი რაღაცები, მეჩხუბება ისე, პატარა ამბიცია გაგვიჩნდა, მსგავსი ფოტოსესია მომავალში სოხუმშიც ჩავატაროთ, იმედია არ გვეტყვიან უარს დამდეგ ახალ წელს და შობას გილოცავთ. ყველას თქვენი წილი ბედნიერება გქონოდეთ და ბლომად ჯანმრთელად იყავით და შემართებით დამიჯერეთ, რასაც ჩაიფიქრებთ და გულით მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ დროთა განმავლობაში დიდი მადლობა, რომ ჩვენი მეგობრები ხართ, გვიყვარხართ და გვეიმედებით თქვენი ჯღარკავა და კვარაცხელია “, - წერს ნინო კვარაცხელია. 114 3-ს მოსწონს
|