x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
არაბავშვური კინო: ნორჩი მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ზედმეტად ზრდასრული როლები შეასრულეს
image


მსახიობის პროფესია საკმაოდ რთულია სწორედ ემოციურ დონეზე, განსაკუთრებით კი, მათთვის ვინც კინოში გადაღება ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. ზოგიერთ ცნობილ მსახიობს ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა თამაში მოუწია, ამ მხრივ აღსანიშნავია ჯოდი ფოსტერი ფილმით "ტაქსის მძღოლი" და ნატალი პორტმანი კრიმინალური დრამით "ლეონი", თუმცა დღეს, კიდევ იმ რამდენიმე ცნობილი მსახიობის შესახებ მოგითხრობთ, რომელსაც სრულიად არაბავშვური როლის თამაში საკმაოდ პატარა ასაკში მოუწია.




ნიკი რიდი - "ცამეტი", 2003 წელი


image


ნიკიმ 15 წლის ასაკში ითამაშა ფილმში, რომელიც მოზარდების არც თუ იოლ ცხოვრებაზე მოგვითხრობდა: პირველი ინტიმური კავშირი, სიგარეტი, ალკოჰოლი... აღსანიშნავია, რომ სცენარის დაწერაში გოგონა თავადაც მონაწილეობდა, ამიტომ ფილმში მსახიობის პირადი გამოცდილებიდან რამდენიმე ეპიზოდიც შევიდა.




მარტინ ლობი, ლარა ვენდელი და ევა იონესკო - "სიყვარულთან თამაში", 1977 წელი


image


სურათის სახელწოდება სრულად შეესაბამება ფილმის სიუჟეტს - 11 წლის მოზარდები არა მხოლოდ სექსის სცენებში მონაწილეობდნენ, არამედ ისინი კადრში სრულიად შიშვლებიც არაერთხელ გამოჩნდნენ. კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ფილმი მთლიანად პასუხობდა ბავშვთა პორნოგრაფიას, ამიტომ ის გაქირავებიდან მოიხსნა.





კარა ჰეიუორდი - "ამომავალი მთვარის სამეფო", 2012 წელი


image


13 წლის კარას თავის ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად ინტიმურ სცენაში თამაში მოუწია. რეჟისორს ასეთი გადაწყვეტილებისთვის ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ შემოქმედებითი ადამიანები "ჩვენი სამყაროდან" სულაც არ არიან.





"ბავშვები", 1995 წელი


image


რეჟისორ ლარი კლარკის ფილმს ბავშვთა პორნოგრაფიას ღიად უწოდებდნენ, ვინაიდან სექსის სცენებში, სადაც დაუცველი სქესობრივი კავშირი, ნარკოტიკები და ალკოჰოლი იყო ნაჩვენები 14-დან 16-წლამდე მოზარდები თამაშობდნენ. მართალია, ფილმი არასოდეს გამოსულა კინოთეატრებში, თუმცა დღეს, მას ზოგიერთი კრიტიკოსი საკულტოს უწოდებს.







0
541
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
541