საზოგადოება
"ყ ასოზე ცოტა უხერხულად კი გამოვიდა, მე მაპატიე..."- რას წერს ნიკა გვარამია
2023, 28 დეკემბერი, 13:33
!["ყ ასოზე ცოტა უხერხულად კი გამოვიდა,
მე მაპატიე..."- რას წერს ნიკა გვარამია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202312/2023122812011286669.png)
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერეთლის გამზირის "გუთენ ტრაკენის გერმანული სტანდარტით" მიმდინარე რეაბილიტაციის შესახებ მომზადებულ ბექა ყორშიას სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს ახალი "ინიციატივით" მიმართავს:
"ამიერიდან ახალ ენციკლოპედიებში, გ ასოზე ახალი სიტყვა უნდა იყოს (გუთენტრაკენ - ხო, ერთად იწერება, გერმანული მისალმებასავით ცალცალკე რომ წერთ და მყარი ტ-თი იწერება, არავითარი თ და შერბილებები) და ყ ასოზე (ცოტა უხერხულად კი გამოვიდა, მე მაპატიე, ბექა ყორშია) ახალი მოღვაწე - ბექა ყორშია.
თუ არ იქნა, დააბრუნეთ და მოითხოვეთ, რომ ეგ ენციკლოპედია gaukmdeeees!"- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.